რესან კონცელიძე
რესან კონცელიძე (დ. 10 ივლისი, 1963) — ქართველი პოლიტიკოსი.
რესან კონცელიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 ივლისი, 1963 |
პარტია | ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო |
მეუღლე/ები | დიახ |
შვილ(ებ)ი | 2 |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1963 წლის 10 ივლისს. 1993-2007 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დროს იკავებდა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. კონცელიძე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უმაღლეს სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი. 2007-2015 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, დეტექტივების სამმართველოს უფროსი. 2015-2016 წლებში იყო ქედის რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსად. 2016 წლიდან 2020 წლის აგვისტომდე კონცელიძე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად.[1] მან ხმათა 41,41% (32 105 ხმა) მიიღო.[2] 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბათუმის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები
- ↑ results.cec.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2020-11-19.
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რესან კონცელიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- ბიოგრაფია „ქართული ოცნების“ საიტზე დაარქივებული 2020-11-16 საიტზე Wayback Machine.