ვაჟა ჩიტაშვილი
ვაჟა ჩიტაშვილი (დ. 10 თებერვალი, 1963, ვალე, ახალციხის რაიონი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.
ვაჟა ჩიტაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 თებერვალი, 1963 |
დაბადების ადგილი | ვალე, ახალციხის რაიონი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლა |
ეროვნება | ქართველი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1963 წლის 10 თებერვალს. დაამთავრა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლა, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 1984-1985 წლებში იყო ვალეს მახარაძის სახელობის კოლმეურნეობის წევრი. 1985-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2004-2008 წლებში იყო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორის მოადგილე, განყოფილების უფროსი. 2008 წელს იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ამავე წელს იყო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი. 2008-2012 წლებში იყო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ახალციხის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2020 წელს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატად.[1] მან ხმების 24,22% (12981) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვაჟა ჩიტაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვაჟა ჩიტაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- ვაჟა ჩიტაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საიტზე დაარქივებული 2020-11-20 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მთავარი არხი. mtavari.tv (2020-09-23). ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2020.
- ↑ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები. ცესკო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021.