ბექა ოდიშარია
ბექა ოდიშარია (დ. 2 სექტემბერი, 1974, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, იურისტი, პოლიტიკოსი. საქართველოს 2 მოწვევის (2016, 2020) პარლამენტის წევრი.
ბექა ოდიშარია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 2 სექტემბერი, 1974 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ |
1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ხოლო 2002 წელს თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი იურისტ-ეკონომისტის სპეციალობით.
2003 წელს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი - ბუდაპეშტის სამართლის საერთაშორისო აკადემია - „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა“. 2005 წელს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტი - „ნედლი ნავთობის გადამუშავების სრული კურსი“. მუშაობდა TBC TV-ში პროექტის მენეჯერად; 2004 წელს დაინიშნა ნავთობის ეროვნული კომპანია „საქნავთობის“ დირექტორად; ბოლო 12 წლის განმავლობაში ეკავა ნავთობის ეროვნულ კომპანია „საქნავთობში“ სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა. მუშაობდა საქართველოს გადამხდელთა კავშირში (ბიზნესმენთა ფედერაცია) ჯერ აღმასრულებელ დირექტორად, შემდეგ თავმჯდომარის მოადგილედ; 1999-2004 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატების უფროსი; 2005-2009 წლებში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, შპს „იორის ველის ნავთობი და გაზის“ გენერალური დირექტორი; 2010 წლიდან კომპანია Jindal Petroleum Operating Company LLC-ის გენერალური დირექტორი. არის რამდენიმე საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი.
2013 წლიდან იყო ლატვიის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში. წოდება ჩამოართვეს 2024 წელს, საქართველოს პარლამენტის ქალი დეპუტატების მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი განცხადების გამო.[1]
2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (კრწანისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2] მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბექა ოდიშარია Facebook-ზე
- ბექა ოდიშარია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ბექა ოდიშარია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „ლატვიამ ბექა ოდიშარიას საპატიო კონსულის წოდება ჩამოართვა“. formulanews.ge. ციტირების თარიღი: 24 აპრილი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
- ↑ სია: ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით.