აზერ სულეიმანოვი
აზერ სულეიმანოვი (დ. 27 ივლისი, 1967, მარნეული) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ოთხგზის (1999, 2008, 2012, 2016) წევრი.
აზერ სულეიმანოვი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 27 ივლისი, 1967 |
დაბადების ადგილი | მარნეული |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | აზერბაიჯანის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (2021-მდე) |
მეუღლე/ები | დიახ |
შვილ(ებ)ი | 3 |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა აზერბაიჯანის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი. 1984-1991 წლებში მუშაობდა ცეკავშირის მარნეულის განყოფილების გასტრონომში გამყიდველად. 1992-1994 წლებში იყო სხვადასხვა მაღაზიების გამგე. 1995-1997 წლებში მუშაობდა „მარნეულის სამომხმარებლო საზოგადოებაში“ ეკონომისტად. 1997 წელს მუშაობდა დაიწყო მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ჯერ ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ, ხოლო შემდეგ უფროსად. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (მარნეულის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2004-2008 წლებში იყო ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (მარნეულის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (მარნეულის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ №13 საარჩევნო ოლქის (მარნეულის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნაწილი) მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.[1] მან ხმების 38,89% (23502) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[2] 2021 წლის 3 აგვისტოს განაცხადა პარტიის დატოვების შესახებ.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- აზერ სულეიმანოვი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- აზერ სულეიმანოვი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მთავარი არხი. mtavari.tv (2020-09-23). ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2020.
- ↑ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები. ცესკო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021.
- ↑ „აზერ სულეიმანოვმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა“. imedinews.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-03. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)