ხატია დეკანოიძე (დ. 20 იანვარი, 1977, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელი 2007-2012 წლებში, უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი 2015-2017 წლებში, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.

ხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა11 დეკემბერი, 2020
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი გახარია

თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 ნოემბერი, 2015 – 16 ნოემბერი, 2017
პრეზიდენტიპეტრო პოროშენკო
პრემიერ-მინისტრიარსენი იაცენიუკი
ვლადიმერ გროისმანი
მემკვიდრესერგეი კნიაზევი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 ივნისი, 2012 – 25 ოქტომბერი, 2012
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრივანო მერაბიშვილი
წინამორბედიდიმიტრი შაშკინი
მემკვიდრეგიორგი მარგველაშვილი

დაბადებული20 იანვარი, 1977 (1977-01-20) (47 წლის)
თბილისის დროშა თბილისი
საარჩევნი ოლქიისანი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
უკრაინის დროშა უკრაინა (2015-2017)
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა
შვილებითორნიკე კოპალეიშვილი
პროფესიასაერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი

კარიერა და განათლება

რედაქტირება

ხატია დეკანოიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით 1999 წელს დაამთავრა. 1999 წლიდან კი იგი საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში მუშაობდა. 2004-2005 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე ყოფნისას მონაწილეობდა პოლიციის რეფორმაში. 2007 წლის მაისიდან 2012 წლის მაისამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი, 2012 წლის მაისიდან 2012 წლის ივლისამდე — გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, 2012 წლის 4 ივლისიდან 25 ოქტომბრამდე — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 2014 წელს უკრაინის მთავრობამ ხატია დეკანოიძე მართლმსაჯულების, სამართალდამცავი და ანტიკორუფციული რეფორმების ექსპერტად მიიწვია. 2015-2016 წლებში კი უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსად დაინიშნა.[1]

ხატია დეკანოიძე მუშაობდა არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, როგორებიცაა UNDP, ICITAP (კრიმინალური გამოძიების ტრეინინგის დახმარების საერთაშორისო პროგრამა, DOJ, აშშ) ეუთო და ა.შ. იგი არის ეუთოს სამეცნიერო სახელმძღვანელოს ავტორი ევროპულ ქვეყნებში საუკეთესო პოლიციური სწავლების პრაქტიკის შესახებ.[1]

გარდა ამისა, ხატია დეკანოიძე არის დამხმარე პროფესორი მარშალის უსაფრთხოების ცენტრში გერმანიაში (კურსი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის შესახებ). 2016 წლიდან საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ ისნის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.[2] მან ხმების 26,98% (13658) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[3] მეორე ტურში მონაწილეობაზე და პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზეც უარი განაცხადა (მთლიანად ოპოზიციასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით). ოფიციალურად 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: