შალვა შავგულიძე (დ. 28 ოქტომბერი, 1957, თბილისი) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი.

შალვა შავგულიძე
დაბადების თარიღი 28 ოქტომბერი, 1957 (1957-10-28) (67 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია თავისუფალი დემოკრატები (2009–2020)
მეუღლე/ები ლუბა ელიაშვილი
შვილ(ებ)ი 2

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, შემდგომ კი მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 1981-1983 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 1988-1991 წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში. 1992 წელს გახდა პროკურორი, ხოლო 1996 წლიდან დღემდე შალვა შავგულიძე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია.

2009 წელს შავგულიძე გახდა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თანადამფუძნებელი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“; 2014 წელს საპარლამენტო უმრავლესობა თავის პარტიასთან („თავისუფალი დემოკრატები“) ერთად დატოვა. 2017 წლის 19 თებერვალს აირჩიეს „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარედ (შეცვალა ირაკლი ალასანია).[1]

შალვა შავგულიძე მთაწმინდის ოლქის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედურ არჩევნებში მეორე ტურში გადავიდა (მონაწილეობდა „ევროპული საქართველოს სახელით), სადაც მიიღო 6 630 ხმა, რითაც ამომრჩეველთა 38,17%-ის მხარდაჭერა მოიპოვა და მეორე ადგილი დაიკავა ქართული ოცნების კანდიდატის ლადო კახაძის შემდეგ.[2] 2020 წლის 20 აგვისტოს „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა.[3] საპარლამენტო არჩევნებში იყო მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი „ევროპული საქართველოდან“ (საერთო ოპოზიციური კანდიდატიც).[4] 29,14%-ით მეორე ადგილი დაიკავა,[5] მეორე ტურში მონაწილეობაზე, როგორც მთელმა ოპოზიციამ, უარი განაცხადა.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“.[6]

პირადი და ოჯახური ცხოვრება

რედაქტირება

შავგულიძეს ჰყავს მეუღლე, ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი და ორი შვილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „შალვა შავგულიძე „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე გახდა“. netgazeti.ge. 2017-02-19. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. თამარ ჟვანიამ 9 ივნისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა[მკვდარი ბმული]
  3. „შალვა შავგულიძემ თავისუფალი დემოკრატები დატოვა“. on.ge. 2020-08-20. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. „ოპოზიციამ თბილისში მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები შეათანხმა — უცნობია შეთანხმდება თუ არა ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე რეგიონებში“. formulanews.ge. 2020-06-29. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  5. 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები. ცესკო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2020.
  6. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2020.