გამარჯვება (გარდაბნის მუნიციპალიტეტი)
გამარჯვება[2] — სოფელი საქართველოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გამარჯვების თემში, მდებარეობს სამგორის ვაკეზე, მდინარე ლოჭინის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 520 მ, გარდაბნიდან დაშორებულია 35 კმ-ით. თბილისიდან — 7კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 4670 ადამიანი.
სოფელი | |
---|---|
გამარჯვება | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | ქვემო ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
თემი | გამარჯვება |
კოორდინატები | 41°38′54″ ჩ. გ. 44°59′50″ ა. გ. / 41.64833° ჩ. გ. 44.99722° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 520 მ |
მოსახლეობა |
![]() |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელი XX საუკუნის შუა წლებში აღმოცენდა. თავდაპირველად აქ პირიქითა ხევსურეთიდან ჩამოასახლეს მოსახლეობა. მალე გურჯაანის რაიონის სოფელ ჭერემის მოსახლეობაც შეუერთდა. 1953 წელს ჩამოყალიბდა კოლმეურნეობა, რომელიც ამ ორი კუთხიდან ჩამოყვანილი პირუტყვით იყო დაკომპლექტებული. შემდეგ ქლუხორის რაიონიდან გადმოასახლეს რაჭველები, ასევე სამცხე-ჯავახეთის მხარედან.[3]
2000 წელს სასმელი წყლის ახალი რეზერვუარის მშენებლობისათვის მიწის თხრის სამუშაობის შესრულების დროს აღმოჩენილი იქნა ნივთები, რომელიც მიგვანიშნებს, რომ აქ ოდესღაც ძველად ცხოვრობდნენ ადამიანები.[3]
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 647.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 28.
- ↑ 3.0 3.1 ხახიაშვილი ინეზა, გარდაბნის რაიონის ციხე-ტაძრები, თბ., 2008. — გვ. 120–121.