ბეჟან წაქაძე
ბეჟან წაქაძე (დ. 17 თებერვალი, 1960) — ქართველი ეკონომისტი და პოლიტიკოსი.
ბეჟან წაქაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 17 თებერვალი, 1960 |
მოქალაქეობა | საქართველო |
პარტია | ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო |
მეუღლე/ები | დიახ |
შვილ(ებ)ი | 1 |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1960 წლის 17 თებერვალს. 1979-1980 წლებში იყო თბილისის საავიაციო ქარხანაში მუშად, სავაჭრო გაერთიანების სასურსათო საწყობის გამგედ. 1985-1991 წლებში იყო პოდოლსკის ელექტრომექანიკური ქარხანა „სვეტის“ მთავარი ბუღალტერი. 1991-2000 წლებში მუშაობდა ვანის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო ინსპექციის უფროსად. წაქაძე იყო საქართველოს სამთო-გეოლოგიური ასოციაციის ფინანსური დირექტორი, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საგადასახადო ინსპექციის მთავარი ინსპექტორი, საგადასახადო, საკონსულტაციო და სააუდიტორო ორგანიზაცია „პროფესიონალის“ დამფუძნებელი და დირექტორი. 2007-2010 წლებში იკავებდა სამშენებლო კომპანიების - „მოდულის“, „სასკოს“, „ბილდერსის“, „კალასის“ და „თბილ ელიტ ჰაუსის“ ფინანსური მენეჯერის თანამდებობას. 2010-2016 წლებში იყო სამშენებლო კამპანია „Georgian Development Group“-ის დამფუძნებელი და დირექტორი. 2016 წლიდან დღემდე არის სამშენებლო კომპანია „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ+“-ის დამფუძნებელი და დირექტორი, აგრეთვე შპს „ჯდჯ პლაზას“ დამფუძნებელი. 2017 წლიდან არის შპს „ჯდჯ პალასის“ დამფუძნებელი და დირექტორი. 2018 წლიდან დღემდე – შპს „მაგნოლიას“, აგრეთვე შპს „ჯდჯ იმერეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი.
2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატად.[1] მან ხმათა 49,77% (38 290 ხმა) მიიღო[2] და გახდა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბეჟან წაქაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- ბიოგრაფია „ქართული ოცნების“ საიტზე დაარქივებული 2020-11-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები
- ↑ results.cec.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2020-11-14.
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.