საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა

პოლიტიკური პარტია საქართველოში

საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა — პოლიტიკური პარტია საქართველოში. დაარსდა 2007 წლის 2 აგვისტოს. ამავე წელს დაფუძნდა პარტიის ახალგაზრდული ფრთა. პარტიის აღმასრულებელი ორგანოა პარტიის საბჭო, რომელიც 4 წლის ვადით ირჩევა.

საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა
სტატუსი მოქმედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე გია ბერძენიძე
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
0 / 150

2016 წლის 8 ივნისს ჩამოყალიბდა საარჩევნო ბლოკი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, სადაც გაერთიანდა 6 პარტია:

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკმა გადალახა 5%-იანი ბარიერი და პარლამენტში გაიყვანა 6 დეპუტატი. საარჩევნო ბლოკში მყოფი ყველა პარტია გახდა კვალიფიციური სუბიექტი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურმა მოძრაობამ დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა. პარტიამ მიიღო 0,17% და ვერ გადალახა ბარიერი, რის გამოც დაკარგა კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი.

შედეგები არჩევნებში

რედაქტირება
წელი არჩევნები ხმები მიღებული პროცენტი შენიშვნა კოალიცია
2016 საპარლამენტო 88 097 5,01% გახდა კვალიფიციური სუბიექტი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია
2020 საპარლამენტო 3 245 0,17% ვერ გადალახა ბარიერი დამოუკიდებელი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://netgazeti.ge/news/121898/