საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შუალედური არჩევნები 2020

2020 წლის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შუალედური არჩევნებისაქართველოს ზოგიერთი თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) მერებისა და საკრებულოების ვადამდელი არჩევნები. გაიმართა 2020 წლის 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად.

ჩატარდება 4 მუნიციპალიტეტის საკრებულოს (ზოგიერთ მაჟორიტარ დეპუტატს დროზე ადრე შეუწყდა უფლებამოსილება)[1] შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების (დროზე ადრე შეუწყდათ უფლებამოსილება)[2] რიგგარეშე არჩევნები. ცესკოში რეგისტრაცია 13-მა საარჩევნო სუბიექტმა გაიარა. შუალედური არჩევნები ქალაქ თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ჯამში 39 საარჩევნო უბანზე გაიმართება. მერების რიგგარეშე არჩევნები კი კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში — 254 საარჩევნო უბანზე.[3]

შედეგები რედაქტირება

მერების არჩევნები რედაქტირება

თვითმმართველი ერთეული I ადგილი II ადგილი III ადგილი IV ადგილი V ადგილი წყარო
ქუთაისის მუნიციპალიტეტი იოსებ ხახალეიშვილი („ქართული ოცნება“, 46,2%) გრიგოლ შუშანია (ენმ, 30,97%) ანდრო ლოსაბერიძე („სტრატეგია აღმაშენებელი“, 8,12%) ამირან ძოწენიძე („ევროპული საქართველო“, 5,88%) გაგა გოგრიჭიანი („თავისუფალი საქართველო“, 3,11%) [4]
კასპის მუნიციპალიტეტი ვახტანგ მაისურაძე („ქართული ოცნება, 55,47%) ნუგზარ ნონიაშვილი (ენმ, 32,23%) ილია კურტანიძე („პატრიოტთა ალიანსი“, 5,82%) გიორგი ხელაშვილი („ევროპული საქართველო“, 3,48%) ოთარ ქოსაშვილი (ლეიბორისტული პარტია, 3%)
ონის მუნიციპალიტეტი დავით ჩიკვაიძე („ქართული ოცნება“, 56,66%) თამაზ მეტრეველი („პატრიოტთა ალიანსი“, 20,23%) ნოდარ ბურდილაძე (ენმ, 16,66%) ჯონი გობეჯიშვილი („ევროპული საქართველო“, 6,45%)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი კობა ლურსმანაშვილი („ქართული ოცნება, 55,71%) თორნიკე ავალიშვილი (ენმ, 28,46%) მიხეილ ჭიპაშვილი („ლელო“, 6,09%) ბესიკ ყრუაშვილი („ევროპული საქართველო 5,03%) თეიმურაზ ფცქიალაძე („პატრიოტთა ალიანსი“, 4,72%)
თერჯოლის მუნიციპალიტეტი ლაშა გოგიაშვილი („ქართული ოცნება“, 50,42%) როლანდ მესხი („ევროპული საქართველო“, 23,9%) ვალერი ბოჭორიშვილი (ენმ, 21,5%) ნიკა მემანიშვილი („ლელო“, 4,19%)

საკრებულოების არჩევნები რედაქტირება

საკრებულოებში მაჟორიტარული დეპუტატების შუალედური არჩევნები ჩატარდა ონის №16, თელავის №7, თეთრიწყაროს №2 და თბილისში კრწანისის №7 მაჟორიტარულ ოლქებში. ყველგან „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.[4]

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება №123/2020. ცესკო. cesko.ge (11 სექტემბერი, 2020). ციტირების თარიღი: 30 სექტემბერი, 2020.[მკვდარი ბმული]
  2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება №124/2020. ცესკო. cesko.ge (11 სექტემბერი, 2020). ციტირების თარიღი: 30 სექტემბერი, 2020.[მკვდარი ბმული]
  3. საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია დასრულდა. ცესკო. cesko.ge (15 სექტემბერი, 2020). ციტირების თარიღი: 30 სექტემბერი, 2020.[მკვდარი ბმული]
  4. 4.0 4.1 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები. ცესკო. archiveresults.cec.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-07-15. ციტირების თარიღი: 9 დეკემბერი, 2021.