გიორგი ხოჯევანიშვილი
გიორგი ხოჯევანიშვილი (დ. 23 აპრილი, 1985) — ქართველი პოლიტიკოსი. შიდა ქართლის გუბერნატორი (2018–2020), საქართველოს პარლამენტის წევრი (2020–2023).
გიორგი ხოჯევანიშვილი | |
საქართველოს პარლამენტის მე-10 მოწვევის დეპუტატი გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 დეკემბერი, 2020 – 22 თებერვალი, 2023 | |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი გახარია ირაკლი ღარიბაშვილი |
შიდა ქართლის გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 აგვისტო, 2018 – 1 აგვისტო, 2020 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | მამუკა ბახტაძე გიორგი გახარია |
მემკვიდრე | ლევან ხარაბაძე |
დაბადებული | 23 მაისი, 1985 |
საარჩევნი ოლქი | გორი-კასპი |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო |
მეუღლე | დიახ |
შვილები | 2 |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1985 წლის 23 აპრილს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიიღპ სამართლის ბაკალავრის ხარისხით. 2006-2007 წლებში განათლება მიიღო რიგაში, სამართლის უმაღლეს სკოლაში, სადაც მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო სამართლის და ევროკაშირის საკითხებში (LLM). მონაწილეობდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ლიდერთა საერთაშორისო პროგრამაში (IVLP). ხოჯევანიშვილი არის თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კურსდამთავრებული. 2014-2016 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე. მიენიჭა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2006-2007 წლებში იყო იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სახელშეკრულებო განყოფილების მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში. იყო ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის კონსულტანტი და ვენეციის კომისიის წარმომადგენელი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. 2008-2010 წლებში მუშაობდა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უფროს იურისტად. 2010-2013 წლებში იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი. 2013-2018 წლებში იყო შპს “მაგთიკომის“ იურიდიული/კონტრაქტების განყოფილების უფროსი.
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება2018 წლის 20 აგვისტოდან 2020 წლის 1 აგვისტომდე იყო შიდა ქართლის გუბერნატორი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გორი-კასპის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. ხოჯევანიშვილმა 41 333 ხმა (55,58%) მიიღო. [1] 2020–2023 წლებში საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (გორი-კასპის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2] 2021 წლის 14 აპრილს ხოჯევანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. [3]
2023 წლის 6 თებერვალს ხოჯევანიშვილმა პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა და განაცხადა რომ საქართველოს პარლამენტის მანდატს ტოვებდა. [4] 22 თებერვალს ხოჯევანიშვილის დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. [5]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიოგრაფია „ქართული ოცნების“ საიტზე დაარქივებული 2020-10-20 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ არჩევნების შედეგები
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
- ↑ გიორგი გახარიას პარტიაში გასაწევრიანებლად "ქართული ოცნება" დატოვა 6-მა დეპუტატმა
- ↑ „საქართველოსთვის“ დეპუტატი პარლამენტს და პარტიას ტოვებს
- ↑ გიორგი ხოჯევანიშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა