თელეთიგარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო თელეთისა და ქვემო თელეთის ძველი სახელწოდება. წყაროებში პირველად იხსენიება XVI საუკუნის I ნახევარში, თელეთის ბრძოლასთან (1522) დაკავშირებით. ვახუშტი ბატონიშვილი ასახელებს ოთხ თელეთს — ხატის თელეთი, მუხრან თელეთი (შემდგომში გაერთიანდა ზემო თელეთად), მირზოანთ თელეთი (იგივე ქურთი თელეთი) და თელეთი (შემდგომში გაერთიანდა ქვემო თელეთად): „არს თელეთები და ეკლესია წმიდის გიორგისა სასწაულთმოქმედი“.[1] თელეთი 1791 წლის დავთარში მოხსენიებულია როგორც საამილახვროს კუთვნილი სოფელი.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება