დავით სონღულაშვილი

დავით სონღულაშვილი (დ. 1 იანვარი, 1983) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი.

დავით სონღულაშვილი
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1983 (1983-01-01) (41 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

2004 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეკონომიკური ინფორმატიკის მიმართულებით. 2001 წელს, სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ეკონომიკურ მეცნიერებებს სწავლობდა მანჩესტერის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში; 2002-2006 წლებში „კავკასიის ბიზნეს სკოლაში“ დაეუფლა ბიზნესის ადმინისტრირებას; 2007-2009 წლებში გრენობლის უმაღლეს სკოლაში გაიარა საერთაშორისო ბიზნესის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2003 წელს ტელეკომპანია „მზე“, გაყიდვების მენეჯერი; 2004 წელს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანაშემწე; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი; 2004-2006 წლებში სს „საქართველოს ბანკის“ შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორი; 2007-2016 წლებში იყო შპს „ედრესის“ მმართველი დირექტორი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (გურჯაანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება