გოჩა ენუქიძე
გოჩა ენუქიძე (დ. 8 აპრილი, 1962, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი.
გოჩა ენუქიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 აპრილი, 1962 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
განათლება | ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | ამბროლაურის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში |
შვილ(ებ)ი | 2 |
ambrolauri.majoritarian.ge |
ბიოგრაფიარედაქტირება
1991 წელს დაამთავრა ქ. როსტოვის რკინიგზის ინჟინერთა ინსტიტუტი, ხოლო 1998 წელს — ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი.
1979-1982 წლებში მუშაობდა თბილისის „ტრიკოტაჟის“ თეთრეულის საწარმოო გაერთიანება. 1984-1985 წლებში მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. 1985-1989 წლებში სწავლობდა როსტოვის რკინიგზის საინჟინრო-სატრანსპორტო ინსტიტუტში. 1989-1995 წლებში იყო კოოპერატივ „ალფას“ თავმჯდომარე. 1998 წელს დაამთავრა ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი. 1995-2008 წლებში მუშაობდა სხვადასხვა ბენზინგასამართ კომპანიებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ამბროლაურის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ამბროლაურის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.
2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (ამბროლაური-ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- გოჩა ენუქიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გოჩა ენუქიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიორედაქტირება
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.