ზაზა ლომინაძე
ზაზა ლომინაძე (დ. 26 თებერვალი, 1965) — ქართველი ექიმი და პოლიტიკოსი.
ზაზა ლომინაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 26 თებერვალი, 1965 |
მოქალაქეობა | საქართველო |
პარტია | ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო |
მეუღლე/ები | დიახ |
შვილ(ებ)ი | 3 |
ჯილდოები | საქართველოს ღირსების ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1965 წლის 26 თებერვალს, ქუთაისში. დაამთავრა სტავროპოლის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 2018 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
1990–2003 წლებში მუშაობდა კარდიოლოგად ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში. 2003 წლიდან არის კარდიოლოგი, შპს „კლინიკა-ლჯ-ის“ კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, „კლინიკა ლჯ-ის“ დამფუძნებელი. 2016 წლიდან დღემდე არის შპს კლინიკა „ლჯ და კომპანიის“ დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 2014-2017 წლებში იყო ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი „ქართული ოცნებიდან“.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქუთაისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]
არის საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი, ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი, იმერეთის კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი და ევროპის ჰიპერტენზიის საზოგადოების წევრი. ლომინაძე არის იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის ვერცხლის პრიზიორი ჭადრაკში. არის ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის წევრი; ქართულ-გერმანული ასოციაციის წევრი. არის ქუთაისისა და ვანის საპატიო მოქალაქე. ღირსების ორდენის კავალერი. მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზაზა ლომინაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- ბიოგრაფია „ქართული ოცნების“ საიტზე[მკვდარი ბმული]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
- ↑ სია: ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით.