მურთაზ ზოდელავა
მურთაზ ზოდელავა (დ. 18 აგვისტო, 1976, სოხუმი) — ქართველი იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.
მურთაზ ზოდელავა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 18 აგვისტო, 1976 |
დაბადების ადგილი | სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2000–2003 წლებში იყო შპს „სანდო, სააკაშვილი და კუკავა“ საადვოკატო კომპანიის იურისტი. 2004–2005 წლებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანაშემწე, უფროსი კონსულტანტი. 2005–2007 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ადნმინისტრაციაში კადრების სამსახურის უფროსის მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურის ანალიზისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი. 2007–2008 წლებში საქართველოს პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი. 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნი. 2008–2009 წლებში საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის“. თანამდებობა შეუწყდა 9 ოქტომბერს, სხვა თანამდებობაზე დანიშვნის გამო — აირჩიეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად. 2009–2010 წლებში საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; 2009–2012 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ ფოთი-სენაკი-ხობის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.[1] მან ხმების 27,29% (16608) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მურთაზ ზოდელავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მურთაზ ზოდელავა — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- მურთაზ ზოდელავა — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
- მურთაზ ზოდელავა დაარქივებული 2020-09-24 საიტზე Wayback Machine. — ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საიტი
- მურთაზ ზოდელავა დაარქივებული 2020-09-24 საიტზე Wayback Machine. — საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მთავარი არხი. mtavari.tv (2020-09-23). ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2020.
- ↑ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები. ცესკო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021.