ბადრი ბასიშვილი
ბადრი ბასიშვილი (დ. 20 იანვარი, 1977, სოფ. კეხვი, ახლანდ. ქურთის მუნიციპალიტეტი) — ქართველი იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე. ღირსების ორდენი კავალერი (2013).
ბადრი ბასიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 იანვარი, 1977 |
დაბადების ადგილი | კეხვი, ცხინვალის რაიონი, სამხრეთ ოსეთის აო, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | „ლეგია და კომპანიას“ უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
ჯილდოები |
2004 წელს დაამთავრა „ლეგია და კომპანიას“ უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
2004-2005 წლებში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მრჩეველი, ქართულ-ოსური კონფლიქტის პრობლემების მოწესრიგების სამსახურის მრჩეველი; 2006–2008 წლებში ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; 2008-2012 წლებში საქართველოს მე-7 მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატი №85 ლიახვის საარჩევნო ოლქიდან (საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსათვის“), პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის, ტერიტერიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრი. 2012-2013 წლებში შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე. 2020 წლის 17 იანვრიდან 2020 წლის დეკემბრამდე იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ჩაანაცვლა ნიკა მელია[1]), პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, აგრეთვე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ გორი-კასპის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.[1][2] მან ხმების 27,96% (20790) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[3]
ჯილდოები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბადრი ბასიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ბადრი ბასიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- ბადრი ბასიშვილი Facebook-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ჭანკოტაძე, კაპანაძე და ბასიშვილი ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან. netgazeti.ge (20 აგვისტო, 2020). ციტირების თარიღი: 22 აგვისტო, 2020.
- ↑ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მთავარი არხი. mtavari.tv (2020-09-23). ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2020.
- ↑ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები. ცესკო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021.