ლევან ხაბეიშვილი (დ. 7 მაისი, 1987) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი. თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე 2023 წლის 30 იანვრიდან 2024 წლის 8 ივნისამდე.[1][2]

ლევან ხაბეიშვილი
დაბადების თარიღი 7 მაისი, 1987 (1987-05-07) (37 წლის)
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

ბიოგრაფია

რედაქტირება

2012-2013 მუშაობდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციაში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე, 2013-2014 წლებში იკავებდა თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას. 2017 წელს აირჩიეს თბილისის საკრებულოს დეპუტატად.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში იყო ოპოზიციური პარტიების ნაწილის საერთო კანდიდატი სამგორის მაჟორიტარულ ოლქში.[3] მან ხმების 39,14% (27506) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[4] მეორე ტურში მონაწილეობაზე და პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზეც უარი განაცხადა (მთლიანად ოპოზიციასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით). ოფიციალურად 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა“. Civil Georgia. 30 იანვარი, 2023. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა, მას თინა ბოკუჩავა შეცვლის. „პირველი არხი“, 8 ივნისი, 2024.
  3. შეთანხმება მიღწეულია: ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში — Netgazeti
  4. 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები. ცესკო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021.
  5. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2020.