ზაურ დარგალი

ქართველი პოლიტიკოსი

ზაურ დარგალი (დ. 4 ივლისი, 1988) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან. 2019-2020 წლებში იყო მარნეულის მერი.

ზაურ დარგალი
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა11 დეკემბერი, 2020
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2019 – 2020

დაბადებული4 ივლისი, 1988 (1988-07-04) (36 წლის)
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
მეუღლედიახ
შვილები2

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1988 წლის 4 ივლისს. დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მიენიჭა კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის სპეციალისტის კვალიფიკაცია. 2007-2012 წლებში ჩართული იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ცენტრის განვითარებაში, იყო ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის კომიტეტის წევრი, მრჩეველი და ტრენერი, მარნეულის ახალგაზრდული საკრებულოს წევრი, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის პროგრამების მენეჯერი. 2011-2013 წლებში მუშაობდა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილედ. 2014-2017 წლებში დარგალი იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში. 2017-2019 წლებში იყო გუბერნატორის მოადგილე ქვემო ქართლის რეგიონში. 2019 წელს არჩეულ იქნა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერად. ფლობს აზერბაიჯანულ, თურქულ, ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებს.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება