მალხაზ ჯალაღონიაქართველი თერაპევტი. 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ხოლო 1986 წელს დაამთავრა თბილისის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური ორდინატურის კურსი ზოგად თერაპიაში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.[1] მან ხმების 36,93% (19973) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[2] მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა (მთლიანად ოპოზიციასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით). ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

მალხაზ ჯალაღონია
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება