ლევან ბეჟაშვილი (დ. 9 ნოემბერი, 1974, თბილისი) — ქართველი თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი.

ლევან ბეჟაშვილი
ლევან ბეჟაშვილი
ფოტო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდიდან.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 ივლისი, 2008 – აგვისტო 2012
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ვლადიმერ გურგენიძე, გრიგოლ მგალობლიშვილი, ნიკა გილაური, ივანე მერაბიშვილი
წინამორბედილევან ჭოლაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
თებერვალი 2008 – ივლისი 2008
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრივლადიმერ გურგენიძე
წინამორბედიგია ნაცვლიშვილი
მემკვიდრეგიორგი ღვინიაშვილი

დაბადებული9 ნოემბერი, 1974 (1974-11-09) (50 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი
რელიგიამართლმადიდებელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 1996–1997 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში. 1997 წლიდან 2003 წლამდე მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში. 2003–2004 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

2004–2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2008 წლის თებერვლიდან ივლისამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში. 2008 წლის 15 ივლისიდან 2012 წლის აგვისტომდე იყო საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე. 2012–2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), სადაც ხმათა 47% მიიღო (9774 ხმა) და მეორე ადგილი დაიკავა.[1] მეორე ტურში დამარცხდა.

2016 წლიდან საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.[2] მან ხმების 28,07% (23980) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[3] პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზე უარი განაცხადა (პარტიასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით). ოფიციალურად 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[4]

2023 წლის 5 თებერვალს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მე-10 ყრილობაზე ბეჟაშვილი პარტიის პოლიტიკური საბჭოს მდივნად დაამტკიცეს.[5][6]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. შედეგები 2012
  2. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მთავარი არხი. mtavari.tv (2020-09-23). ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2020.
  3. 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები. ცესკო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021.
  4. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2020.
  5. ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა ცნობილია
  6. ენმ-ის ყრილობაზე ახალი თავმჯდომარე, პოლიტ. საბჭო და გენერალური მდივანი დაამტკიცეს