სახელმწიფო აუდიტის სამსახური

(გადამისამართდა გვერდიდან საქართველოს კონტროლის პალატა)

სახელმწიფო აუდიტის სამსახური — სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს საჯარო ფინანსების აუდიტს.[1] აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორია ცოტნე ყავლაშვილი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური
უწყების შესახებ
შეიქმნა 1918; 106 წლის წინ (1918)
უწყების ხელმძღვანელი ცოტნე ყავლაშვილი, გენერალური აუდიტორი
ზემდგომი უწყება საქართველოს პარლამენტი
საიტი
sao.ge

ფუნქცია რედაქტირება

სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის უმაღლესი აუდიტორული ორგანო. მისი უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და ორგანიზაცია განისაზღვრება, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.[1] კანონმდებლობითა და მეთოდოლოგიით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატი განისაზღვრა როგორც საჯარო სექტორის აუდიტორი.

ქვეყნის უმაღლეს აუდიტორულ ორგანოს მართავს გენერალური აუდიტორი, რომელსაც ირჩევს პარლამენტი და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI), უმაღლესი აუდიტორულ ორგანოთა ევროპული ორგანიზაციის (EUROSAI), უმაღლესი აუდიტორული ორგანოების აზიური ორგანიზაციის (ASOSAI) წევრი.

ისტორია რედაქტირება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ისტორია 1918 წელს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად დაიწყო.

1918 წელს შეიქმნა სახელმწიფო კონტროლიორის ინსტიტუტი. 1918-1921 წლებში პარლამენტმა მიიღო რიგი საკანონმდებლო აქტები, რომლითაც ჩამოყალიბდა სახელმწიფო ფინანსური კონტროლის სისტემა.

საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციით საქართველოს აუდიტის სამსახურის სტატუსი განისაზღვრა როგორც ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუცია.

მას მანდატით მინიჭებული ჰქონდა უფლება, შეემოწმებინა სახელმწიფო ბიუჯეტის სისწორით ასრულება, შეესწავლა სახელმწიფოს შემოსავლები და ხარჯები, მთავრობისა და სხვადასხვა უწყების ხარჯთაღრიცხვა და ანგარიშები, ასევე შეემოწმებინა ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსები.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ სახელმწიფო კონტროლიორის ინსტიტუტმა ფუნქციონირება შეწყვიტა. კომუნისტური მმართველობის პერიოდში უმაღლესი აუდიტორული ორგანოს ნაცვლად ჩამოყალიბდა სსრკ სახალხო კონტროლის სისტემა, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლიდა სახელწოდებას და ფუნქციას.

2019 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიციატივით, ისტორიკოსთა ჯგუფმა საფუძვლიანად შეისწავლა საარქივო მასალა და გამოიცა წიგნი „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლი“.[2]

ხელმძღვანელობა რედაქტირება

  • ირაკლი მექვაბიშვილი — გენერალური აუდიტორი (2017 წლის სექტემბერი - 2022 წლის სექტემბერი)[3]
  • ლაშა თორდია — გენერალური აუდიტორი (2017 წლის ივნისი - 2012 წლის ივლისი)
  • ლევან ბეჟაშვილი — გენერალური აუდიტორი (2012 წლის ივლისი), კონტროლის პალატის თავმჯდომარე (2012 წლის ივნისი - 2008 წლის ივლისი)
  • ლევან ჭოლაძე — კონტროლის პალატის თავმჯდომარე (2008 წლის ივლისი - 2007 წლის მაისი)
  • ზურაბ სოსელია — კონტროლის პალატის თავმჯდომარე (2007 წლის მარტი - 2004 წლის ივნისი)
  • სულხან მოლაშვილი — კონტროლის პალატის თავმჯდომარე (2004 წლის იანვარი - 2000 წლის მაისი )
  • რევაზ შავიშვილი — კონტროლის პალატის თავმჯდომარე (2000 წლის მაისი - 1992 წლის ნოემბერი)
  • ავთანდილ სილაგაძე — კონტროლის პალატის თავმჯდომარე (1992 წლის ნოემბერი - 1992 წლის მარტი)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 11 ივლისი, 2018.
  2. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლი
  3. ირაკლი მექვაბიშვილი გენერალურ აუდიტორად დაამტკიცეს. „იმედინიუსი“ (20 სექტემბერი). ციტირების თარიღი: 11 ივლისი, 2018.[მკვდარი ბმული]