ფორმულა (ტელეკომპანია)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფორმულა — კერძო ტელეკომპანია საქართველოში. დაფუძნდა 2019 წელს, თბილისში. მაუწყებლობა 2019 წლის პირველ ოქტომბერს, თბილისის დროით, 08:00 საათზე დაიწყო.[3]

ფორმულა
სლოგანი ნამდვილ ამბებს გაიგებთ ფორმულაზე
ქვეყანა საქართველო
მაუწყებლობის ზონა საქართველო, ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი აფრიკა, ჩრდილოეთი ამერიკა, სამხრეთი ამერიკა
დაფუძნდა 19 ივლისი, 2019
დამფუძნებელი ფორმულა კრეატივი[1]
მფლობელი დავით კეზერაშვილი (51%), მიშა მშვილდაძე (12,25%), ირაკლი საღინაძე (12,25%), ზურაბ გუმბარიძე (12,25%), გიორგი ლიფონავა (12,25%)
ხელმძღვანელ(ებ)ი ზურაბ გუმბარიძე[2]
(გენ. დირექტორი)
საიტი

formula.ge formulanews.ge

businessformula.ge

სამაუწყებლო კომპანიის სატელევიზიო ბადე მოიცავს საინფორმაციო, ანალიტიკურ, შემეცნებით და გასართობ პროგრამებს. არხზე გადის რეიტინგული ქართული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ და ფორმულა კრეატივის დრამა „თესეა“.[4]

„ფორმულა“ მაუწყებლობით ფარავს მთელს საქართველოს; არხის მოძებნა შესაძლებელია თანამგზავრზე და თითქმის ყველა ადგილობრივ საკაბელო ტელევიზიაში. ტელეკომპანიის რეიტინგებს ზომავს TV MR GEORGIA.

2022 წლის მაისის მონაცემებით, ფორმულაში 720 ადამიანია დასაქმებული. ასევე, 44 ადამიანია დასაქმებული ფორმულას კონტრაქტორ კომპანია „დროებაში“, ხოლო კონტრაქტორ კომპანია „კომედი ჯგუფში“ — 54. გარდა ამისა, ფორმულას მედიის სკოლიდან ტელეკომპანიაში სტაჟირებას ამ დროისთვის 7 სტუდენტი გადის.

შპს „ფორმულა“ 2019 წლის 22 ივლისს დარეგისტრირდა, 2020 წლის 29 აგვისტოს კი საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ კომპანიას სამაუწყებლო კომპანიას ავტორიზაცია მიანიჭა.

„ფორმულას“ გენერალური დირექტორია ზურაბ (ზუკა) გუმბარიძე, მოადგილები — გიორგი თარგამაძე,[5] სოფია ბრიტანჩუკი და ლევან ლომინაძე.

წილები და „ქოლცენტრების საქმე“

რედაქტირება

ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის (51%) მფლობელი იყო დავით კეზერაშვილი,[6] ხოლო 49% თანაბრად ნაწილდებოდა „ფორმულა კრეატივის“ დამფუძნებლებზე: მიშა მშვილდაძე (12,25%), ირაკლი საღინაძე (12,25%), ზურაბ გუმბარიძე (12,25%) და გიორგი ლიფონავა (12,25%).

2023 წელს BBC-ის ამ ჟურნალისტური გამოძიების („თაღლითობის გლობალური ქსელი“) გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში „ფორმულას“ 51%-ის მფლობელმა დავით კეზერაშვილმა თქვა, რომ მზად იყო უარი ეთქვა ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტზე და წილის ნახევარი დაუყოვნებლივ გადაეცა კოლექტივსთვის, რათა „აეწია სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასა“. ბრიტანელი ჟურნალისტები ჰყვებოდნენ, როგორ აღმოაჩინეს, რომ იმ საერთაშორისო თაღლითური ჯგუფების კვალი, რომლებიც ევროპელი პენსიონერების დანაზოგებს ითვისებდნენ, „ბატონ ოფშორთან“, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან მიდიოდა (იხ. „ქოლცენტრების საქმე“).[7]

პროგრამა/გადაცემები

რედაქტირება
  • დილა ფორმულაზე — საინფორმაციო, გასართობი და შემეცნებითი სატელევიზიო დილის შოუ.
  • საინფორმაციო გამოშვებები — ყოველ სამუშაო დღეს: 09:00, 10:00, 12:00 14:00, 17:00 და 20:00 საათზე; შაბათ-კვირა: 12:00, 14:00 და 17:00 საათზე.
  • კომენტარი — პოლიტიკური ტოკშოუ სალომე უგულავასთან, ნინო მაჭარაშვილთან და თამარ ჩიხლაძესთან ერთად.
  • პოლიტმეტრი — ნინო ჟიჟილაშვილის და ვახო სანაიას საავტორო გადაცემა.
  • პოლიტიკის ფორმულა — სოფო ზურაბიანის პოლიტიკური ტოკშოუ.
  • გიორგი თარგამაძის ფორმულა — გიორგი თარგამაძე სტუმრებთან ერთად კვირის მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს განიხილავს.
  • დროება — გიორგი თარგამაძის საკვირაო ტელეჟურნალი.
  • შაბათის ფორმულა — დავით ქაშიაშვილის ანალიტიკური და საგამოძიებო გადაცემა.
  • კონტექსტი — ირაკლი ტაბლიაშვილის ანალიტიკური გადაცემა.
  • ბიზნესი Powered by Bloomberg — ანა ცხოვრებოვას გადაცემა ბიზნესის მნიშვნელოვან სიახლეებზე.
  • პოლიტიკა Powered by Bloomberg — მსოფლიო პოლიტიკის მთავარი თემები სოფო ზურაბიანთან ერთად.
  • ეკონომიკა მარტივად — ბიზნესისა და ეკონომიკის შემაჯამებელი ამბები, მარტივად და გასაგებად, ანა ცხოვრებოვასთან ერთად.
  • ბაიასთან— მსახიობის და ტელეწამყვანის, ბაია დვალიშვილის საავტორი გადაცემა „ფორმულაზე“.
  • კვირაში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან ერთად — სატირულ-ანალიტიკური შოუ.
  • ჩატი — გადაცემა ჩათის მთავარი ხაზი თინეიჯერები და მათ გარშემო მიმდინარე აქტუალური თემებია.
  • ჯანმრთელობის ფორმულა — სამედიცინო გადაცემა.
  • სთორი — თათია შარანგიას საავტორო გადაცემა საინტერესო და წარმატებული ადამიანების ისტორიებით.
  • ქალები — სამყარო უკეთესი ხდება, როდესაც ქალი ხუმრობს, მით უმეტეს, ოთხი ქალი — ალექსანდრა პაიჭაძე, ნანუკა გულუა, სალომე შარვაძე და თეონა ლეჟავა.
  • მე-17 სართული — ანალიტიკური გადაცემა სოციალურ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე.
  • მრგვალი მაგიდა — ანალიტიკური გადაცემა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე.
  • სამზარეულოს ომები — პირველი ქართული კულინარიული მეგა-შოუ.
  • მისია — საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და ფორმულას სატელევიზიო პროექტი.
  • ჩემი ცოლის დაქალები — ყველაზე რეიტინგული ქართული სერიალი.
  • ახალი პოლიტიკა — მიშა მშვილდაძის გადაცემა ყველაზე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე.
  • ნიკა არაბიძის შოუ — იუმორისტისა და ტელეწამყვანის შოუ, კომედი ჯგუფის წევრებთან, ბენდთან და სტუმრებთან ერთად.
  • საქანელა — კომედი ჯგუფის გასართობი გადაცემაპატარებზე პატარებისთვის.
  • ია ფარულავას კონვერტი — მსახიობისა და ტელეწამყვანის გასართობი გადაცემა.

ძველი გადაცემები

რედაქტირება
  • COVID-19 — გადაცემა, რომელიც პანდემიის გამოცხადებამდე გავიდა ფორმულას ეთერში და მაყურებელს მნიშვნელოვან სიახლეებს აცნობდა ახალ კორონავირუსზე.
  • ქალაქობანა — გადაცემის წამყვანები კვალიფიციურ სტუმრებთან ერთად საქართველოს ქალაქებში არსებულ მწვავე პრობლემებს განიხილავდნენ.
  • საქართველო ირჩევს — სპეცგადაცემა ელისო ჯარიაშვილთან ერთად, რომელიც ეთერში გადიოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში.
  • პლატფორმა — გაცადემა, სადაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები საუბრობდნენ.
  • გურანდა მეძმარიაშვილის შოუ — ჩემი ცოლის დაქალებში შესრულებული გურანდა (ჩიკა) მეძმარიაშვილის როლით ცნობილი მსახიობის, ანი ჩირაძის, იუმორისტული გადაცემა.
  • უბერე — სახალისო შოუ ყველასთვის, ვისაც უყვარს გართობა, საბა ზაკალაშვილთან ერთად.
  • თვითიზოლაციაში — კორონავირუსის პანდემიის დროს სპეციალურად დაწყებული მინი მეგა-შოუ, რომელიც საყოველთაო კარანტინის შემდეგაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დარჩა ეკრანზე.
  • ფსკერი — გადაცემის წამყვანი, ნიკა ქავთარაძე მიმოიხილავდა ქართულ მედიაში გასულ სიუჟეტებსა თუ ამბებს და იუმორისტულ-სარკასტულ ჟანრში აკრიტიკებდა მათ.
  • SUPER ბებიები — გასართობ-შემეცნებითი თოქ-შოუა, რომელიც სამი განსხვავებული ხასიათის, ტემპერამენტისა და ასაკის ქალს მიჰყავდა.
  • უნდა ვილაპარაკოთ — სოციალური თემატიკის გადაცემა, რომლის ავტორი და წამყვანიც იყო სალომე მგელაძე.
  • თავისუფლების მონიტორი — რადიო თავისუფლების საგამოძიებო გადაცემათა ციკლი, რომელიც ყოველ შაბათს ექსკლუზიურად გადიოდა ფორმულას ეთერში.
  • N შოუ — ნიკა ქავთარაძის იუმორისტული გადაცემა, მრავალი წლის შემდეგ, ერთი სეზონით ფორმულას ეთერში დაბრუნდა.

თანამშრომლობა

რედაქტირება

ედისონ რისერჩი

რედაქტირება

2020 წლის ნოემბრიდან ტელეკომპანია ფორმულა თანამშრომლობს Edison Research-თან, რომელსაც, ასევე, უკვეთავენ კვლევებს: ABC News, CBS News, CNN, NBC News, Fox News და Associated Press.

ბლუმბერგი

რედაქტირება

2020 წლის 1 ოქტომბერს ტელეკომპანია ფორმულა Bloomberg-ის ექსკლუზიური პარტნიორი გახდა. ამ ხელშეკრულების გაფორმებით, ფორმულას მიეცა შესაძლებლობა, ქართულ ენაზე გაავრცელოს ბლუმბერგის კონტენტი. ამერიკულ კომპანიასთან თანამშრომლობით, ფორმულას ეთერში ამჟამად 2 გადაცემა გადის: ერთი უშუალოდ ფინანსების, ბიზნესისა და ტექნოლოგიებზე საკითხებზე, ხოლო მეორე - მსოფლიო პოლიტიკაზე.

დოიჩე ველე

რედაქტირება

2020 წლის დეკემბერში ტელეკომპანია ფორმულამ თანამშრომლობა დაიწყო დოიჩე ველესთან, რის შედეგადაც 2021 წლის იანვრიდან ფორმულა შაბათ-კვირას, დილის ეთერში, მაყურებელს ქართულ ენაზე სთავაზობს გერმანული Deutsche Welle-ს შემდეგ სატელევიზიო პროდუქტებს: არტი, გლობალ 3000, ევროპა ფოკუსში, ევრომაქსი და პოლიტნაკრძალი.

სონი ფიქჩერსი & გლობო

რედაქტირება

ფორმულა თანამშრომლობს კინომწარმოებელ კომპანია სონი ფიქჩერსთან და ბრაზილიურ სამაუწყებლო კომპანია გლობოსთან, ასევე, სატელევიზიო სერიალებზე მომუშავე თურქულ კომპანიებთან. ტელეკომპანია მაყურებელს მხოლოდ ლიცენზირებულ და ქართულ ენაზე გახმოვანებულ ფილმებს/სერიალებს სთავაზობს.

კოკა-კოლა

რედაქტირება

2021 წლის თებერვალში ტელეკომპანია ფორმულამ და კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. შეთანხმების ფარგლებში კოკა-კოლა ტელეკომპანია ფორმულას რამდენიმე პროექტთან თანამშრომლობს, მათ შორის: ბიზნესი ბლუმბერგთან ერთად, სამზარეულოს ომები, ჩემი ცოლის დაქალები და კვირაში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან ერთად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "ფორმულა კრეატივი ადასტურებს, რომ ტელევიზიას ქმნის“. მედია. ON.GE ON.GE. 2019-08-01. ციტირების თარიღი: 2019-08-01. |publisher=-ში არის გარე ბმული (დახმარება)
  2. "კეზერაშვილის დაფინანსებული ტელევიზიის დირექტორი ზუკა გუმბარიძე იქნება“. ახალი ამბებია. NETGAZETI.GE ნეტგაზეთი. 2019-08-02. ციტირების თარიღი: 2019-08-02. |publisher=-ში არის გარე ბმული (დახმარება)
  3. "„ფორმულა“ მაუწყებლობას 1 ოქტომბერს დაიწყებს“. საზოგადოება. ქეთი გიგოლაშვილი ფორტუნა. 2019-08-29. ციტირების თარიღი: 2019-08-29. |publisher=-ში არის გარე ბმული (დახმარება)
  4. "ყველასთვის საყვარელი სერიალი გახდება — ფორმულა კრეატივის არხზე ჩცდ-სთან ერთად ახალი სერიალიც გავა“. მედია, ტელევიზია. ON.GE ON.GE. 2019-08-29. ციტირების თარიღი: 2019-08-29. |publisher=-ში არის გარე ბმული (დახმარება)
  5. "გიორგი თარგამაძე „ფორმულას“ გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა“. მედია. პუბლიკა პუბლიკა. 2020-02-04. ციტირების თარიღი: 2020-02-04. |publisher=-ში არის გარე ბმული (დახმარება)
  6. "კეზერაშვილი TV ფორმულას წილის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა“. ახალი ამბებია. დათო ქოქოშვილი ნეტგაზეთი. 2019-09-05. ციტირების თარიღი: 2019-09-05. |publisher=-ში არის გარე ბმული (დახმარება)
  7. „კეზერაშვილს ვადაგასული ქართული დოკუმენტები აქვს - მაშ როგორ გადასცემს ის წილს "ფორმულის" თანამშრომლებს?“. რადიო თავისუფლება. 27 აპრილი, 2023. ციტირების თარიღი: 27 მაისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)