ხობის მუნიციპალიტეტი
ხობის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
ხობის მუნიციპალიტეტი | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | ხობი | ||||
კოორდინატები | 42°19′00″ ჩ. გ. 41°54′00″ ა. გ. / 42.31667° ჩ. გ. 41.90000° ა. გ. | ||||
ფართობი | 659.2 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 27 800[1] კაცი (2021) | ||||
სიმჭიდროვე | 46,3 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,59 % რუსები 0,22 % უკრაინელები 0,10 %[2] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა |
მართლმადიდებლები 97,18 % მუსლიმები 1,75 %[3] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.khobi.ge/ | ||||
| |||||
გეოგრაფია რედაქტირება
მუნიციპალიტეტის ტერიტორია 676 კმ²-ს შეადგენს და განთავსებულია ზღვის დონიდან 2470 მ-მდე სიმაღლეზე. განეკუთვნება კოლხეთის დაბლობის სუბტროპიკულ ნოტიო კლიმატურ ზონას და ხასიათდება თბილი ზამთრითა და ცხელი ნოტიო ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა +14 °C-ია. მდიდარია ჰიდრორესურსებით, უხვადაა დაქსელილი მიწის ზედა წყლებით, ასევე შიგა წყლებით, ბევრია ჭაობი, მცირე ტბა და თერმული (გოგირდოვანი) წყლები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 22 % უკავია ტყეს (ძირითადად ფოთლოვანი ჯიშები). ბუნებრივი მცენარეულობა უმთავრესად შეცვლილია კულტურული მცენარეულობით.
მოსახლეობა რედაქტირება
სულ 30 548 (დევნილთა ჩათვლით). 99,59 % ქართველი (2014).
რაიონი/მუნიციპალიტეტი[4] | 1959 წ. აღწ. | 1970 წ. აღწ. | 1979 წ. აღწ. | 1989 წ. აღწ. | 1991' | 2002 წ. აღწ. | 2014 წ. აღწ. | 2016' | 2017' | 2018' |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ხობის | 31 280 | 37 653 | 38 092 | 38 939 | 39 400 | 41 240 | 30 548 | 30 100 | 29 007 | 29 200 |
მმართველობა რედაქტირება
ადმინისტრაციული ერთეულები რედაქტირება
მუნიციპალიტეტში არის 1 ქალაქი და 21 ადმინისტრაციული ერთეული 56 სოფლით.
- 1 ქალაქი — ხობი;
- 15 თემი — ახალსოფელი, ახალი ხიბულა, ბია, გურიფული, ზემო ქვალონი, თორსა-დღვაბა, ნოჯიხევი, პირველი მაისი, საჯიჯაო, ქარიატა, ქვემო ქვალონი, შუა ხორგა, ჭალადიდი, ხამისკური, ხეთა;
- 6 სასოფლო თემი — პატარა ფოთი, პირველი ხორგა, საგვიჩიო, ყულევი, შავღელე, ძველი ხიბულა.
საკრებულო რედაქტირება
პარტია | 2017[5] | 2021[6] | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 29 | 21 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 3 | 11 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საქართველოსთვის | 4 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლეიბორისტული პარტია | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პატრიოტთა ალიანსი | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შენების მოძრაობა | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 37 | 36 |
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ georgia-religion 2014
- ↑ Georgia division
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-12[მკვდარი ბმული]
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-07-12[მკვდარი ბმული]