მერქნიანი ჯიშები

(გადამისამართდა გვერდიდან ფოთლოვანი ჯიშები)

მერქნიანი ჯიშებიარყი, ნაძვი, მუხა, ფიჭვი და სხვა მერქნიანი მცენარეები. გვხვდება ხეებისა და ბუჩქების სახით. ხეების სიმაღლე დამოკიდებულია სახეობრივ თავისებურებაზე და ზრდის პირობებზე. მათი სიმაღლე მერყეობს რამდენიმე ათეული სმ-იდან 100 -ზე მეტ სიმაღლემდე. პირველი სიდიდის ხეები 25 მ-ზე მეტია, მეორე — 15-იდან 25 მ-მდე. ხოლო მესამე 15-მდე. ტყეში პირველი სიდიდის ხეები შეადგენენ ხეთადგომის I იარუსს, მეორე სიდიდის ხეები ჩვეულებრივ განლაგებულია II იარუსში, მესამე სიდიდისა — III იარუსში, ზოგჯერ კი ქვეტყეშიც. ბუჩქების სიმაღლე 0,8 მ-იდან 6 მ-მდე აღწევს.

მერქნიანი ჯიშები განსხვავდებიან აგრეთვე ღეროს სიმსხოთი, რომელიც ზოგჯერ 1 სმ-იდან რამდენიმე მ-მდე აღწევს. მერქნიან მცენარეთა უმრავლესობას, რომელთაც კარგად განვითარებული ფოთლის ფირფიტა (მუხა, ცაცხვი) აქვთ ფოთლოვან ჯიშებს უწოდებენ, ხოლო წვრილ ნემსისებრ ანუ ქერქლისებრ ფოთლოვანებს — წიწვოვანებს (ნაძვი, ფიჭვი, ტუია). წიწვოვანების უმეტესობა და ზოგიერთი ფოთლოვანი მარადმწვანეა, ფოთლოვანი ჯიშების უმრავლესობა კი ფოთოლმცვენი. ყველა მერქნიანი ჯიშები მრავალწლოვანია. მათი სიცოცხლის ხანრგძლივობა რამდენიმე ათეული წლიდან 3-5 ათ. წლამდე გრძელდება. ამ ჯიშებს, რომლებიც კარგად იტანენ ჰაერისა და ნიადაგის სიმშრალე, ქსეროფიტები ეწოდებათ, ხოლო დიდი რაოდენობით ტენის მომთხოვნ მცენარეებს — ჰიდროფიტები.

სამეურნეო მნიშვნელობის მიხედვით მერქნიანი ჯიშები იყოფიან მთავარ (მუხა, ფიჭვი, ნაძვი) და თანმხლებ (ცაცხვი, ნეკერჩხალი და სხვა) ჯგუფებად.

ლიტერატურა

რედაქტირება