შატილი

ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი უნიკალური ძეგლია
ეს სტატია ხუროთმოძღვრების ძეგლს ეხება. სოფლის შესახებ იხილეთ შატილი (დუშეთის მუნიციპალიტეტი).

შატილი — ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც. იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია).

შატილი
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სტატუსი აღდგენილი
შატილი — საქართველო
შატილი

სოფლის კიდეებს მიუყვება ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგი და იქმნება ერთიანი, მიუვალი დამცველი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. შატილის განაშენიანება ტერასულია, შენობათა ძირითადი ტიპია ბრტყელსახურავიანი სახლი და კოშკური საცხოვრებელი. სოფელს შენობებს შორის მთელ სიმაღლეზე აუდის ვიწრო ქვის კიბე, აქა-იქ შემორჩენილია ძვლებისაგან შეკრული ფიცარნაგები — გადასასვლელები, რომელთა მეშვეობით მტრის შემოსევის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მთელი სოფლის შემორბენა ქუჩაში გამოუსვლელად.

1970-იანი წლებში დაიწყო შატილის რესტავრაცია-ადაპტაცია (არქიტექტორები თ. აბრამიშვილი, ნ. მინდორაძე, ი. შარაშენიძე).

2007 წლის 24 ოქტომბრიდან შატილი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: