ვასილ ჩიგოგიძე
ვასილ ჩიგოგიძე (დ. 17 ნოემბერი, 1967, თბილისი[1]) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.
ვასილ ჩიგოგიძე | |
საქართველოს პარლამენტის წევრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 აპრილი, 2004 – 7 ივნისი, 2008 | |
დაბადებული | 17 ნოემბერი, 1967 თბილისი |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მეუღლე | დიახ |
შვილები | 2 |
განათლება | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1967 წლის 17 ნოემბერს. 1993 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სარკინიგზო ტრანსპორტის გადაზიდვების პროცესის მართვის სპეციალობით. მუშაობდა თბილისის კონიაკის ქარხანაში მუშად, აგრეთვე ღვინის მრეწველობის სარემონტო სამშენებლო სამმართველოში. 1993-1996 წლებში იყო საერთაშორისო ბიზნესის ასოციაცია „საბა-XXI-ის“ კომერციული დირექტორი. 1996-1998 წლებში იყო საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტში სატარიფო-საექსპედიციო საწარმოს უფროსის, მოგვიანებით კი - საერთაშორისო გადაზიდვების და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსი. 1998-2004 წლებში იყო „საქრკინიგზაექსპედიციის“ გენერალური დირექტორის მოადგილე და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ჩოხატაურის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ახალი საქართველოსთვის“. იყო საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ წევრი.
2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატად.[2] მან ხმათა 55,76% (35 287 ხმა) მიიღო. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვასილ ჩიგოგიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვასილ ჩიგოგიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- ბიოგრაფია „ქართული ოცნების“ საიტზე დაარქივებული 2020-10-26 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ვასილ ჩიგოგიძე — ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-28. ციტირების თარიღი: 2020-10-23.
- ↑ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.