ცეზარ ჩოჩელი
ცეზარ ჩოჩელი (დ. 10 იანვარი, 1968, დაბა ლენინგორი, ახლანდ. ახალგორი)[1] — ქართველი ეკონომისტი, ბიზნესმენი, პოლიტიკოსი.
ცეზარ ჩოჩელი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 იანვარი, 1968 |
დაბადების ადგილი | ლენინგორი, სამხრეთ ოსეთის აო, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | „პროგრესი და თავისუფლება“ |
მეუღლე/ები | სვეტლანა ჩოჩელი[1] |
შვილ(ებ)ი | 3[1] |
1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ვაჭრობის ეკონომიკის სპეციალობით. 1991-1997 წლებში ლუდსახარში „ლომისის“ აქციონერი. 1997-2002 წლებში — შპს „ლომისის“ დირექტორად.[1] 2002 წელს იყო დაბა ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარე. 2002-2003 წლებში — ახალგორის რაიონის გამგებელი.
1991 წელს მეწარმეთა ჯგუფმა ცეზარ ჩოჩელის ხელმძღვანელობით დააარსა ლუდსახარში „ლომისი“. 2003-2005 წლებში მეწარმეთა ჯგუფმა ცეზარ ჩოჩელის ხელმძღვანელობით დააარსა კომპანია „ნატახტარი“.
სხვადასხვა წლებში მეწარმეთა ჯგუფებმა ცეზარ ჩოჩელის ხელმძღვანელობით დააარსეს კომპანიებო „დანდი“, გიფს-კარდონის ქარხანა, კომპანია „ინტერპლასტი“, „მიქსორი“, „ბარამბო“, „ბერტა“ და სხვები.
2010 წელი მეწარმეთა ჯგუფმა ცეზარ ჩოჩელის ხელმძღვანელობით აუქციონის წესით შეისყიდა და განაახლა რკინა-ბეტონის შპალის ქარხანა, ხოლო 2011 წელს - დააარსა კომპანია „ზედაზენი“.
2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ახალგორის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ახალი საქართველოსთვის“. უფლებამოსილება დროზე ადრე შეუწყდა (19 თებერვალი, 2008) საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ორგანოებში (დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში — „მცხეთა-მთიანეთის მხარე“) სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორად დანიშვნის გამო. თანამდებობიდან 2012 წლის 24 ნოემბერს გადადგა.[2]
2013 წლის 24 იანვარს სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს. 26 იანვარს გაათავისუფლეს 200 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ.[3] 2015 წლის მარტში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული ორი სისხლის სამართლის საქმე დასრულდა, ყადაღა მოხსნილი აქვს ყველა კომპანიას, დარჩენილი იყო მხოლოდ „ბარამბო“.[4]
2016 წელს მონაწილეობას იღებდა საპარლამენტო არჩევნებში, კენჭს იყრიდა №37 საარჩევნო ოლქის (მცხეთის მუნიციპალიტეტი) მაჟორიტარად.[4] პირველ ტურში ხმების 39,75% (10062 ხმა) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[5] მეორე ტურშიც 49,92%-ით (13692 ხმა) მეორე ადგილზე გავიდა, დამარცხდა დიმიტრი ხუნდაძესთან.[6]
2020 წლის აგვისტოში ცეზარ ჩოჩელმა კახა ოქრიაშვილთან ერთად დააარსა პარტია „პროგრესი და თავისუფლება“.[7] მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პარტია ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ შეუერთდა და ცეზარ ჩოჩელი კენჭს ამ ბლოკის სახელით მცხეთა-მთიანეთის სამაჟორიტარო ოლქში იყრიდა.[8] 23 სექტემბერს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ ოფიციალურად წარადგინა მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში.[9] მან ხმების 33,78% (17134) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[10] მეორე ტურში მონაწილეობაზე და პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზეც უარი განაცხადა (მთლიანად ოპოზიციასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით). ოფიციალურად 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[11]
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ცეზარ ჩოჩელი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ცეზარ ჩოჩელი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 ცეზარ ჩოჩელის დეკლარაცია. declaration.gov.ge (2005-05-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-28. ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2020.
- ↑ მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი დააკავეს. for.ge (24 იანვარი, 2013). ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2020.
- ↑ ცეზარ ჩოჩელი 200 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. netgazeti.ge (27 იანვარი, 2013). ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2020.
- ↑ 4.0 4.1 ვინაა „ოცნების“ „რეალური“ კანდიდატი მცხეთაში? – ჩოჩელი VS ხუნდაძე. netgazeti.ge (24 აგვისტო, 2016). ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2020.
- ↑ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები. ცესკო. results20161008.cec.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-29. ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2020.
- ↑ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები. ცესკო. results20161030.cec.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-16. ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2020.
- ↑ კახა ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ (29 აგვისტო, 2020). ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2020.
- ↑ ცეზარ ჩოჩელი „ძალა ერთობაშიას“ რიგებიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. droa.ge (4 სექტემბერი, 2020). ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2020.
- ↑ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მთავარი არხი. mtavari.tv (2020-09-23). ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2020.
- ↑ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები. ცესკო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021.
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.