პროგრესი და თავისუფლებაპოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც 2020 წელს დააფუძნეს კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ ჩოჩელმა.[1]

პროგრესი და თავისუფლება
პროგრესი და თავისუფლება
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
ლიდერი კახა ოქრიაშვილი
ცეზარ ჩოჩელი
ისტორია
დაფუძნდა აგვისტო, 2020
პოზიციები
იდეოლოგია პროევროპულობა
პოლიტიკური პოზიცია ცენტრიზმი
შეერწყა ძალა ერთობაშია
შერწყმის თარიღი სექტემბერი, 2020
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
2 / 150
საკრებულოები
2 / 2 068
თბილისის საკრებულო
0 / 50
ფერები     

2020 წლის სექტემბერში პარტია შეუერთდა კოალიციას „ძალა ერთობაშია“.[2] კოალიციამ პარტიის ორივე დამფუძნებელი დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატად. კახა ოქრიაშვილმა #14 მაჟორიტარულ ოლქში მიიღო 23 666 ხმა (39,55%) და დაიკავა მეორე ადგილი. ცეზარ ჩოჩელი წარდგენილი იყო #11 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც მან 17 134 ხმა (33,78%) მიიღო და გავიდა მეორე ტურში, მაგრამ უარი თქვა მონაწილეობის მიღებაზე, მიუხედავად ამისა მისი გვარი დატანილი იყო საარჩევნო ბიულეტენზე და მეორე ტურში მიიღო 2076 (7,47%) ხმა.[3][4] კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ ჩოჩელმა პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზე უარი განაცხადეს (მთლიანად ოპოზიციასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით). ოფიციალურად 2020 წლიდან არიან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრები პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[5]

შედეგები არჩევნებში

რედაქტირება

საპარლამენტო

რედაქტირება
არჩევნები ხმები % მანდატები +/– სტატუსი კოალიცია
2020 523 127 27,18
2 / 150
ახალი ოპოზიცია ძალა ერთობაშია

ადგილობრივი

რედაქტირება
არჩევნები ხმები % მანდატები +/–
2021 1 033 0,06
2 / 2 068
ახალი