მამუკა ხაზარაძე

ქართველი ბიზნესმენი

მამუკა ხაზარაძე (დ. 29 დეკემბერი, 1966, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და ინჟინერი, თიბისი ჯგუფისა და პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის დამფუძნებელი და თავმჯდომარე.

მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 დეკემბერი, 2020 – 16 ნოემბერი, 2021

დაბადებული29 დეკემბერი, 1966 (1966-12-29) (55 წლის)
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიალელო საქართველოსთვის
შვილები5
საქმიანობაპოლიტიკა

ბიოგრაფიარედაქტირება

დაიბადა 1966 წლის 29 დეკემბერს ქალაქ თბილისში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1988 წელს. იყო საპროექტო ტექნოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი 1988-1990 წლებში. 1991 წელს იგი იყო ფირმა „სანსის“ დირექტორი. 1991 წლიდან — „TBC თბილისის ბიზნეს ცენტრის“ პრეზიდენტი. 1995 წლიდან კომპანია „საქართველოს მინისა და მინერალური წყლების“ დამფუძნებელი და პარტნიორი. 2004 წელს დააფუძნა კომპანია „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია“, ამჟამად არის კომპანიის პარტნიორი. 2007 წლიდან — პროექტის „ლისის ტბის განვითარება“ პრეზიდენტი. იყო „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 1992-2019 წლებში. 2014 წელს Ernst & Young-მა გადასცა საქართველოს „წლის მეწარმის“ ჯილდო. 2019 წლის 12 სექტემბერს დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“.

2020-2021 წლებში იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით საარჩევნო ბლოკიდან „ლელო საქართველოსთვის“.[1]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება