ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური პარტია საქართველოში.
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა | |
![]() | |
ლიდერი | გოჩა ჯოჯუა |
---|---|
დაფუძნდა | თებერვალი, 2008 |
იდეოლოგია | ქრისტიან-დემოკრატია |
საერთაშორისო აკრედიტაცია | IDU-ს სრული წევრი [1] |
ისტორიარედაქტირება
პარტია დააფუძნეს ტელეკომპანია "იმედის" ყოფილმა ჟურნალისტებმა 2008 წლის თებერვალში. პარტიამ კარგი შედეგი აჩვენა პირველივე არჩევნებში. 2008 წლის საპარლამეტო არჩევნებში ისინი გავიდნენ მესამე ადგილზე, მიიღეს ხმათა 8,66 % და 6 მანდატი პარლამენტში. პარტია მონაწილეობდა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში. ამ არჩევნებში პარტია უკვე მეორე ადგილზე გავიდა ხმათა 10,3 %-ით. პარტიის შედეგები უკეთესი იყო რეგიონებში, ვიდრე თბილისში. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია, მართალია, გავიდა მესამე ადგილზე, მაგრამ მიიღო ხმათა 2,05% და დარჩა პარლამენტს მიღმა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ, მიიღო ხმათა 1,06% და გავიდა მეხუთე ადგილზე. ამის შემდეგ, 2014 წლის მარტში გიორგი თარგამაძე წავიდა პოლიტიკიდან.[2]პარტიის ლიდერი გიორგი ახვლედიანი გახდა „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი.
შედეგები არჩევნებშირედაქტირება
წელი | არჩევნები | მიღებული პროცენტი | შენიშვნა |
---|---|---|---|
2008 | საპარლამენტო | 8.58% | მოიპოვა მანდატები |
2010 | ადგილობრივი | 10.7% | |
2012 | საპარლამენტო | 2.05% | ვერ გადალახა ბარიერი |
2013 | საპრეზიდენტო | 1.06% | |
2018 | საპრეზიდენტო | 0.12% |