ჯაბა სამუშია

ქართველი პოლიტიკოსი და ისტორიკოსი
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 10 სექტემბერი 2024. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ჯაბა სამუშია (დ. 15 აგვისტო, 1971) — ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2022). ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი (2012). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი 2022 წლის 20 ოქტომბრიდან და არჩეული რექტორი ამავე წლის 27 დეკემბრიდან.[1] ჟურნალ „ისტორიანის“ მთავარი რედაქტორი. 2020 წლიდან რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი[3].

ჯაბა სამუშია
ჯაბა სამუშია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა20 ოქტომბერი, 2022[1]
27 დეკემბრამდე მოვალეობის შემსრულებელი
წინამორბედიგიორგი შარვაშიძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2020 – 2022
წინამორბედიზვიად გაბისონია
მემკვიდრეერეკლე ასტახიშვილი[2]

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2010 – 26 ივლისი, 2013
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
წინამორბედიზაალ სამადაშვილი
მემკვიდრეირაკლი შიხიაშვილი

დაბადებული15 აგვისტო, 1971 (1971-08-15) (53 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაისტორიკოსი

2002-2010 წლებში იყო წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მემატიანე. 2010-2014 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჟურნალ „Studia Orientalne“-ს სამეცნიერო საბჭოს წევრი. ვარშავის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოს, საუნივერსიტეტო მედლის მფლობელი. საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის წევრი. 2003 წელს საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატი. ქართულ-პოლონური ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვრილისთვის ვარშავის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოს, საუნივერსიტეტო მედლის მფლობელი.[4]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯაბა სამუშია დაიბადა 1971 წლის 15 აგვისტოს, ქალაქ თბილისში. 1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 2000 წელს კი ლონდონის Edwards Language School. მონაწილეობა აქვს მიღებული ათობით საერთაშორისო კონფერენციასა და სემინარში.

1994 წლიდან მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელი; 2006-2011 ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი; 2011-2012 ასოცირებული პროფესორი. 2012 წლიდან დღემდე სრული პროფესორი).

2010-2014 წლების მოწვევის თბილისის საკრებულოს წევრი (თავმჯდომარის მოადგილე; თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი). საკრებულოში „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ სიით მოხვდა. 2013 წელს ჯაბა სამუშიამ ზაზა გაბუნიასთან ერთად „ქრისტიან-დემოკრატები“ დატოვა და საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციას შეუერთდა.[5] 2014-2017 წწ. თბილისის საკრებულოს მოწვევის წევრი (ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე).

ქალაქ ტორუნის (პოლონეთი) აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ჟურნალის, „Studia Orientalne“ სამეცნიერო საბჭოს წევრი[6]. ვარშავის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოს – საუნივერსიტეტო მედლის მფლობელი[7]. სასკოლო სახელმძღვანელოების და სალექციო კურსების ავტორი.

მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი გამოცემების მომზადებაში, როგორიცაა: „ქართული დიპლომატიური ლექსიკონი“, „ივანე ჯავახიშვილი- ენციკლოპედიური ლექსიკონი“, „ქართული საისტორიო ენციკლოპედიური ლექსიკონი“, „Православная Энциклопедия“ და სხვა. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა რამდენიმე მასშტაბური პროექტი: ივ. ჯავახიშვილის თხზულებათა 5 ტომეულისა და „საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის“ 30 ტომეულის გამოცემა. 2014-2017 წლებში იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ტაო-კლარჯეთის ქართული ციხე-სიმაგრეების“ სამეცნიერო ხელმძღვანელი.

2010 წლიდან რადიო გადაცემის „ისტორიანი ჯაბა სამუშიასთან ერთად“ ავტორი და წამყვანი. 2008-2009 წლებში მონაწილეობდა სამაუწყებლო კომპანია „პირველი არხის“ მიერ მოწყობილ მედია-პროექტში: „საქართველოს დიდი ათეული“, იყო პროექტის მთავარი ექსპერტი. 2007 წელს სატელევიზიო სერიალის „საქართველოს ისტორია“ სცენარის თანაავტორი და ექსპერტი (ტელეკომპანია „მზე“). 2006-2008 სატელევიზიო სერიალ „მხედართმთავარის“ ექსპერტი (ტელეკომპანია „საქართველო“).

2018 წლიდან რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილედ დანიშნეს[3], ხოლო 2020 წლის 11 აგვისტოს ფონდის დირექტორად[8].

2022 წლის 20 ოქტომბრიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.[1] ამავე წლის 27 დეკემბერს აირჩიეს უნივერსიტეტის 30-ე რექტორად.[1]

ჯაბა სამუშია დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე ნინო გძელიძე (დ. 13 აგვისტო, 1982) და სამი შვილი: ცოტნე სამუშია (დ. 11 ივნისი, 2007); თორნიკე სამუშია (დ. 7 დეკემბერი, 2009) და დავით (დათა) სამუშია (დ. 18 სექტემბერი, 2013).[4]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

ავტორია 250-ზე მეტი ნაშრომის, მათ შორის 17 სამეცნიერო პოპულარული წიგნის. მისი მონაწილეობით შესრულდა და ამჟამად მიმდინარეობს არა ერთი სამეცნიერო პროექტი, რომლებიც დაფინანსებულნი არიან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და „ჰორიზონტი 2020-ის“ ფარგლებში. არის საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ISTC-ის და უკრაინაში სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის STCU-ს მმართველი საბჭოს წევრი და საქართველოს წარმომადგენელი.[4]

მონოგრაფიები

რედაქტირება
  • ნარკვევები შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიიდან, წიგნი I, თბ., 1999
  • ერთი იდეოლოგიური კამპანიის ისტორიიდან (საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთისადმი 1945-1953 წლებში), თბ. 2003;
  • ბაგრატიონთა სამეფო ოჯახი (XI-XII სს.), გენეალოგიური ნარკვევი, თბ. 2003;
  • მეფეთ მეფე გიორგი II (თანაავტორი რ. მეტრეველი), თბ. 2003 (მეორე განახლებული გამოცემა თბ. 2018);
  • არტანუჯის ციხე-ქალაქი, თბ. 2008;
  • საქართველოს დიდი ბრძოლები, თბ. 2009;
  • ასე შენდებოდა თბილისის წმიდა სამების საკათედრო ტაძარი, თბ. 2010;
  • თამარ მეფის საფლავის საიდუმლოება, თბ. 2010;
  • ბაგრატ III, თბ. 2012 (მეორე განახლებული გამოცემა თბ. 2018);
  • Святой Давид Строитель-обьединитель Кавказа (თანაავტორი რ. მეტრეველი), თბ. 2015;
  • საქართველოს სამხედრო ისტორია (ნარკვევები) თბ. 2015;
  • ჩინგიზ-ყაენი, თბ. 2018.
  • გიორგი II, თბ. 2018
  • ბაგრატ IV, თბ. 2018
  • გიორგი I, თბ. 2019
  • ძველი თბილისი, ისტორიული ნარკვევი, სამეცნიერო-პოპულარული წიგნების სერია, ტ. X, თბ. 2019.
  • დავით ულუ, თბ. 2019.
  • დავით ნარინი, თბ. 2019.
  • დავით III კურაპალატი, თბ. 2020
  • აშოტ კურაპალატი, თბ. 2020
  • ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები, ტ. I, გ. ბაგრატიონის, ბ. კუპატაძისა და ჯ. სამუშიას რედაქციით, თბ. 2020
  • ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები, ტ. II, გ. ბაგრატიონის, ბ. კუპატაძისა და ჯ. სამუშიას რედაქციით, თბ. 2020
  • ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები, ტ. III, გ. ბაგრატიონის, ბ. კუპატაძისა და ჯ. სამუშიას რედაქციით, თბ. 2020
  • ჯ. სამუშია, დიდგორის ბრძოლა, „ძლევაჲ საკვირველი,“ თბ. 2021
  • საისტორიო ძიებანი, თბ. 2022
  • ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, თბ. 2022
  • ქართული გასტრონომიის ისტორია, თბ. 2023


„საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის“ სერიით არის ავტორი წიგნებისა:

  • მეფე თამარი, საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 1, გამომც. პალიტრა L, თბ., 2014, 48 გვ.
  • თბილისის ისტორია, საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 1, გამომც. პალიტრა L, თბ., 2014, 48 გვ.
  • ომი და მეომრები, საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 1, გამომც. პალიტრა L, თბ., 2014, 48 გვ.
  • დავით აღმაშენებელი, საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 5, გამომც. პალიტრა L, თბ., 2015, 48 გვ.
  • ფარნავაზი, საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 8, გამომც. პალიტრა L, თბ., 2015, 48 გვ.
  • ჯ. სამუშია, ნ. გძელიძე, ქრისტიანობა საქართველოში, საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 14, გამომც. პალიტრა L, თბ., 2015, 48 გვ.
  • მ. გუნცაძე, ჯ. სამუშია, საქართველოს გაერთიანება, საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 16, გამომც. პალიტრა L, თბ., 2015, 48 გვ.
  • ჯ. სამუშია, ტაო-კლარჯეთი, საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 23, გამომც. პალიტრა L, თბ., 2016, 48 გვ.
  • ჯ. სამუშია, ბრძოლის საუკუნე, საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 25, გამომც. პალიტრა L, თბ., 2016, 48 გვ.
  • ჯ. სამუშია, სამეფოებად და სამთავროებად დაშლილი საქართველო, საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 26, გამომც. პალიტრა L, თბ., 2016, 48 გვ. (თანაავტორი ალ. ბოშიშვილი)
  • ჯ. სამუშია, დასავლეთ საქართველო XV-XIX სს. საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 28, გამომც. პალიტრა L, თბ., 2016, 48 გვ. (თანაავტორი სულხან კუპრაშვილი)

სახელმძღვანელოები

რედაქტირება
  • ქართული დიპლომატიის ისტორია, თბ. 2003
  • ქართული დიპლომატიის ისტორია (ქრესტომათია), ქრესტომათია გამოსაცემად მოამზადეს, შენიშვნები და კომენტარები დაურთეს ჯაბა სამუშიამ, ბონდო კუპატაძემ, გოჩა საითიძემ, თბ. 2004.
  • საქართველოს სამხედრო ისტორია (უძველესი დროიდან – XVIII საუკუნემდე), თბ. 2008.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 თსუ-ს რექტორად აირჩიეს ერთადერთი კანდიდატი ჯაბა სამუშია
  2. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლების სია
  3. 3.0 3.1 სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლები. ციტირების თარიღი: 2022-07-09.
  4. 4.0 4.1 4.2 ჯაბა სამუშიას ბიოგრაფია
  5. „თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს“. პუბლიკა. 20 ოქტომბერი, 2022. ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  6. Redakcja czasopisma. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-31. ციტირების თარიღი: 2018-03-21.
  7. ჯაბა სამუშიას ვარშავის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო გადაეცა
  8. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორად ჯაბა სამუშია დაინიშნა