გიორგი შარვაშიძე (მეცნიერი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შარვაშიძე.

გიორგი შარვაშიძე (დ. 25 აპრილი, 1963, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 9 სექტემბრამდე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 2016 წლის 23 სექტემბრიდან[1] 2022 წლის 7 ოქტომბრამდე.[2] 2023 წლიდან საქართველოს ელჩი სომხეთში.[3]

გიორგი შარვაშიძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 სექტემბერი, 2016 – 7 ოქტომბერი, 2022
წინამორბედივლადიმერ პაპავა
მემკვიდრეჯაბა სამუშია

თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 დეკემბერი, 2013 – 9 სექტემბერი, 2016
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

დაბადებული25 აპრილი, 1963
თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
მეუღლენინო ჭელიძე
შვილებიკონსტანტინე შარვაშიძე
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; 2006 წელს თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი დოქტორის აკადემიური ხარისხით განათლების მართვის მიმართულებით.

1983-1993 წლებში თბილისის მე-6 გიმნაზიის მასწავლებელია; 1988-1989 წლებში საქართველოს განათლების სამინისტროში მუშაობს მინისტრის თანაშემწედ. 1989-1990 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1990 წელს სამხრეთ მილუოქის სკოლაში (უისკონსინის შტატი, აშშ) გაცვლითი მასწავლებელი. 1991-1994 წლებში საქართველოს განათლების სამინისტროს საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი. 1994-1996 წლებში საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე. 1996-2000 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე. 2001-2003 წლებში უმაღლესი განათლების რეფორმის საერთაშორისო პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელი. 2002-2003 წლებში განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტი. 2003-2004 წლებში ღია საზოგადოების ინსტიტუტის პროგრამის უფროსი მენეჯერი. 2004-2013 წლებში ღია საზოგადოების ინსტიტუტის აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი. 2013-2016 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეა. 2016-2022 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. 2023 წლის 25 იანვრიდან საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში.[3]

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

რედაქტირება
  • „ბუნების მსოფლიო ფონდის“ ბიულეტენი (WWF Bulletin) სარედაქციო საბჭო, წევრი (1993-1996)
  • ადამიანური რესურსების განვითარების ცენტრი (UNDP/ETF) , საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი (1996-2000)
  • ბოლონიის პროცესის განხორციელების ჯგუფი, მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე (2015-)
  • გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) საქართველოს ეროვნული კომისი, წევრი (1998-)
  • განათლების ევროპული ფონდი (ETF), საკონსულტაციო ფორუმი, წევრი (1995-2000)
  • საქართველოს კვლევებისა და ინოვაციების საბჭო, წევრი (2015-)
  • უმაღლესი განათლების რეფორმები (HERE), ექსპერტი (2015-)
  • შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (2015-)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება