ვლადიმერ პაპავა
ვლადიმერ პაპავა (დ. 25 მარტი, 1955, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1995), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2013), საქართველოს ეკონომიკის მინისტრი (1993-2000), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (2013-2016).
ვლადიმერ პაპავა | |
---|---|
დაბ. თარიღი | 25 მარტი, 1955 (69 წლის) |
დაბ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ეკონომისტი და პოლიტიკოსი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1977 წელს. სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ეკონომიკურ-მათემატიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1982 წელს.
1990-1996 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1991-1996 წლებში იყო პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი; 1993-2000 წლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი; 2000-2001 წლებში საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები “.
საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1982 წელს. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1989 წელს თემაზე: „Продуктивность общественного производства и основы её межотраслевого анализа“. მისი შრომები ეძღვნება ეკონომიკური თეორიის, ეკონომიკის მათემატიკური მოდელირების, მაკროეკონომიკის, ეკონომიკის პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის თეორიისა და საქართველოსა და კავკასიის ეკონომიკის საკითხებს.
ვლადიმერ პაპავა არის 343 სამეცნიერო ნაშრომის — მონოგრაფიების, სახელმძღვანელოებისა და სტატიების ავტორი. აქედან 34 სტატია გამოქვეყნებულია საერთაშორისო იმფაქტფაქტორიან, ხოლო 24 — რუსეთის იმფაქტფაქტორიან ჟურნალში. საზღვარგარეთ (აშშ, შვედეთი, რუსეთი, საბერძნეთი, აზერბაიჯანი) გამოქვეყნებული აქვს 14 მონოგრაფია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვლადიმერ პაპავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვლადიმერ პაპავა — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)