გრიგოლ ჯოჯუა
გრიგოლ (გოჩა) ჯოჯუა (დ. 24 სექტემბერი, 1962, თბილისი[1]) — ქართველი პოლიტიკოსი, ფილოლოგი.
გრიგოლ ჯოჯუა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 24 სექტემბერი, 1962 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1994-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს რადიკალური მონარქისტული კავშირი“. 1999-2004 წლებში — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გრიგოლ ჯოჯუა — ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-30. ციტირების თარიღი: 2020-10-26.