საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2013
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2013 — რიგით მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში. გაიმართა 2013 წლის 27 ოქტომბერს[1].
![]() | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საფუძველირედაქტირება
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ახალად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შედის კონსტიტუციური შესწორება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2012 წლის 15 ოქტომბერს. აღნიშნული შესწორების თანახმად იკვეცება პრეზიდენტის უფლებები პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სასარგებლოდ[1]. არჩევნებში მონაწილეობის უფლება 3,537,249 ამომრჩეველს ექნება.
კანდიდატებირედაქტირება
არჩევნებში კენჭს 23 კანდიდატი იყრის.[2] არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის არქონის გამო. არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქნდა მოქმედ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.
ნომერი | კანდიდატი | პარტია |
---|---|---|
1 | თამაზ ბიბილური | დამოუკიდებელი |
2 | გიორგი ლილუაშვილი | დამოუკიდებელ |
3 | სერგო ჯავახიძე | დამოუკიდებელი |
4 | კობა დავითაშვილი | ხალხის პარტია |
5 | დავით ბაქრაძე | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
6 | აკაკი ასათიანი | დამოუკიდებელი |
7 | ნინო ჭანიშვილი | დამოუკიდებელი |
8 | თეიმურაზ ბობოხიძე | დამოუკიდებელი |
9 | შალვა ნათელაშვილი | ლეიბორისტული პარტია |
10 | გიორგი თარგამაძე | ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა |
11 | ლევან ჩაჩუა | დამოუკიდებელი |
12 | ნესტან კირთაძე | დამოუკიდებელი |
13 | გიორგი ჩიხლაძე | დამოუკიდებელი |
14 | ნინო ბურჯანაძე | დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო |
15 | ზურაბ ხარატიშვილი | დამოუკიდებელი |
16 | მიხეილ-გელა სალუაშვილი | დამოუკიდებელი |
17 | ქართლოს ღარიბაშვილი | დამოუკიდებელი |
18 | მამუკა ჭოხონელიძე | დამოუკიდებელი |
19 | ავთანდილ მარგიანი | დამოუკიდებელი |
20 | ნუგზარ ავალიანი | საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია |
21 | მამუკა მელიქიშვილი | დამოუკიდებელი |
22 | თეიმურაზ მჟავია | დამოუკიდებელი |
41 | გიორგი მარგველაშვილი | ქართული ოცნება |
წინასაარჩევნო რეიტინგებირედაქტირება
წინასაარჩევნო კვლევები ჩაატარა ამერიკულმა ორგანიზაციამ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 2013 წლის ივნისსა და სექტემბერში. ივნისის კვლევის მიხედვით ლიდერობდა „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი 29%-ით. მეორე ადგილს იკავებდა დავით ბაქრაძე (ენმ) 10%-ით.[3]NDI-მ მეორე კვლევა ჩაატარა 2013 წლის სექტემბერში. შედეგები ასეთი იყო: (1) გიორგი მარგველაშვილი 39%, (2) დავით ბაქრაძე 19% (3) ნინო ბურჯანაძე 7%.[4]
სექტემბერში საკუთარი კვლევა გამოაქვეყნა Greenberg Quinlan Rosner-მა. კვლევის მიხედვით გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი შეადგენდა 43%-ს, დავით ბაქრაძის - 22%-ს, ხოლო ნინო ბურჯანაძის 8%-ს[5] იმავე ორგანიზაციის ოქტომბრის კვლევით მარგველაშვილის რეიტინგი შეადგენდა 48%-ს, ხოლო ბაქრაძისა 23%-ს.[6]
შედეგებირედაქტირება
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 46,96%-მა, რაც წინა საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია.
კანდიდატი | ხმების რაოდენობა | % |
გიორგი მარგველაშვილი | 1 012 214 | 62,12% |
დავით ბაქრაძე | 354 206 | 21,73% |
ნინო ბურჯანაძე | 165 933 | 10,18% |
შალვა ნათელაშვილი | 46 958 | 2,88% |
გიორგი თარგამაძე | 17 343 | 1,06% |
შეფასებარედაქტირება
არჩევნები დადებითად შეაფასეს როგორც მონაწილე სუბიექტემბმა, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობდა[7]. ენმ-ის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ და მოქმედმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამარჯვება მიულოცეს გიორგი მარგველაშვილს.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 Key Points of Newly Adopted Constitution დაარქივებული 2013-04-19 საიტზე Wayback Machine. . Civil Georgia
- ↑ ცესკო-მ კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი პრეზიდენტობის 29 მსურველს უთხრა ჟურნალი „ტაბულა“ ოთხშაბათი, 18 სექტემბერი, 2013
- ↑ NDI–ის კვლევის თანახმად, ქართული ოცნება და მისი საპრეზიდენტო კანდიდატი პოლიტიკურ რეიტინგებში არათანაბრად ლიდერობენ დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. . სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ივლ.'13 / 13:54
- ↑ NDI-ის კვლევა: მარგველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის 39%-ით ლიდერობს, შემდეგ მოდის ბაქრაძე 18%-ით სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 სექ.'13 / 12:10
- ↑ Greenberg, Quinlan, Rosner Research-ის თანახმად, გამოკითხულთა 43 % მარგველაშვილს უჭერს მხარს ჟურნალი „ლიბერალი“ 04.10.2013
- ↑ "საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, მაღალი ალბათობით, აუცილებელი იქნება" ჟურნალი „ლიბერალი“ 24 ოქტომბერი 2013
- ↑ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიში