მიხეილ-გელა სალუაშვილი

მიხეილ სალუაშვილი (დ. 16 ივლისი, 1958, თბილისი — გ. 1 აპრილი, 2021, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი.

მიხეილ სალუაშვილი
დაბადების თარიღი 16 ივლისი, 1958
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 1 აპრილი, 2021 (62 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებული უცხო ენებისა და

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ტექნიკური მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
ეროვნება ქართველი
პარტია სამართლიანობის აღდგენის კავშირი
ძირითადი იდეები საქართველოს სულიერი მისიის კვლევა
საქმიანობა თეოლოგი; პოლიტოლოგი; კონსტიტუციონალისტი
მეუღლე/ები ნანა სალუაშვილი
შვილ(ებ)ი ზაალ სალუაშვილი; საბა სალუაშვილი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1980–1982 წლებში მუშაობდა საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში; 1983–1989 წლებში სპი-ს „ლითონის კონსტრუქციების“ კათედრაში; 1990–1991 წლებში სპი-ს „სამოქალაქო თავდაცვის ციკლის“ უფროსად; 1991–1995 წლებში სპი-ს „სამშენებლო კონსტრუქციების“ კათედრის გამგის მოადგილედ — „დაცვითი ნაგებობების“ უფროსად; 1991 წელს იყო საბურთალოს საკრებულოს თავმჯდომარე; 1992 წლის იანვარიდან გარდაცვალებამდე იყო „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ის ლასკარის თავმჯდომარე. 133 კრებულისა და 3000-მდე საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი და თადარიგის უფროსი ლეიტენანტი. 2018 წელს იყო საპრეზიდენტო კანდიდატი. მონაწილეობა ჰქონდა საპრეზიდენტო (2013, 2018) და თბილისის მერის არჩევნებში (2014). 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო 1376 (0,08%) ხმა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო 2970 (0,19%) ხმა. 2018 წლიდან იყო „თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის“ პრეზიდენტი.

მიხეილ-გელა სალუაშვილი გარდაიცვალა 2021 წლის 1 აპრილს, თბილისში.[1]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ჰყავს ორი შვილი და ორი შვილიშვილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „მიხეილ-გელა სალუაშვილი გარდაიცვალა“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)