ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა
ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა — პოლიტიკური პარტია, შექმნილი საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მიერ.
დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო | |
![]() | |
ქვეყანა | ![]() |
---|---|
თავმჯდომარე | ნინო ბურჯანაძე |
დაფუძნდა | 23 ნოემბერი, 2008 |
იდეოლოგია | კონსერვატიზმი ეკონომიკური ნაციონალიზმი |
წევრი | 205271294 |
შტაბ-ბინა | მიქელაძის ქუჩა N11 თბილისი, საქართველო |
ფერები | |
ისტორიარედაქტირება
პარტიის დაფუძნების განცხადება გაკეთდა 2008 წლის 27 ოქტომბერს, ხოლო დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა 23 ნოემბერს — ვარდების რევოლუციის მეხუთე წლისთავზე. 2009 წლის აპრილსა და მაისში მოძრაობა სხვა პოლიტიკურ პარტებთან ერთად იყო ორგანიზატორი საპროტესტო აქციებისა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. პარტია ბოიკოტს უცხადებდა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებს და მასში მონაწილეობა არ მიუღია.
შედეგები არჩევნებშირედაქტირება
წელი | არჩევნები | მიღებული პროცენტი | შენიშვნა |
---|---|---|---|
2013 | საპრეზიდენტო | 10.18% | ნინო ბურჯანაძე გავიდა მესამე ადგილზე |
2014 | ადგილობრივი | 10,22% | მესამე შედეგი |
2016 | საპარლამენტო | 3,54% | ვერ გადალახა ბარიერი |
2017 | ადგილობრივი | 2,59% | მეექვსე შედეგი |
პოლიტიკური პლატფორმარედაქტირება
დამფუძნებელთა განცხადებით, „ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა“ ეფუძნება საქართველოს ერთიანობის იდეას, ეროვნულ ღირებულებებსა და ტრადიციებს.
კონკრეტული და გრძელვადიანი პოლიტიკური პროგრამა პარტიას ჯერ არ გააჩნია. არსებობს მხოლოდ 2 დოკუმენტი: პარტიის ხედვა და მოკლევადიანი ანტიკრიზისული პროგრამა.
ორგანიზაციული სტრუქტურარედაქტირება
პარტიის ხელმძღვანელი ორგანოა მთავარი საბჭო. უმაღლესი თანამდებობის პირები არიან თავმჯდომარე (ნინო ბურჯანაძე) და გენერალური მდივანი (გიგლა ბარამიძე).
პარტიასთან არსებობს საკონსულტაციო ორგანო „დარბაზი“, რომელიც, ძირითადად, საზოგადო მოღვაწეებითაა დაკომპლექტებული.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- მოძრაობის ოფიციალური საიტი
- პარტიის დამფუძნებელი ყრილობა დაარქივებული 2011-07-24 საიტზე Wayback Machine. .