ნუგზარ ავალიანი
ნუგზარ ავალიანი (დ. 5 იანვარი, 1942, ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი — გ. 8 მარტი, 2014, ქუთაისი, საქართველო) — ქართველი არქიტექტორი, ინჟინერი, პოლიტიკოსი. საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი (2009–2014). საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (2013).[1]
ნუგზარ ავალიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 5 იანვარი, 1942 |
დაბადების ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი |
გარდაცვალების თარიღი | 8 მარტი, 2014 (72 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ქუთაისი, საქართველო |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
პარტია | საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია |
საქმიანობა | არქიტექტორი, ინჟინერი, პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1965 წელს. მუშაობა დაიწყო მშენებლობის ოსტატად, კონსტრუქტორ-დამპროექტებლად, ინჟინერ-ტექზედამხედველად, ტექნიკუმის სპეცსაგნების მასწავლებლად, თერჯოლის მთავარ არქიტექტორად.1970 წლიდან პარტიულ და სამეურნეო სამუშაოაზე.აირჩიეს საქართველოს კომპარტიის ქუთაისის, წყალტუბისა და ტყიბულის საქალაქო კომიტეტების სკკპ ავტოზავოდსკის რაიკომის პირველ მდივნად. ასევე, პარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგე. 1983–1986 სწავლობდა მოსკოვში, საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნუგზარ ავალიანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს კომუნისტური პარტიის აღდგენაში და გახდა კომუნისტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. არჩეული იყო სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების რამდენიმე მოწვევის დეპუტატად.
2010 წელს დააფუძნა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო-პატრიოტული მოძრაობა“ და მისი ხელმძღვანელია. 2014 წლის 31 იანვარს ქუთაისის ცენტრში ფეხით მოსიარულე გადასასვლელზე მანქანა დაეჯახა, მიიღო მძიმე დაზიანებები, ამის შედეგად გარდაიცვალა.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- ალეკო კაკულია, „საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია“, თბილისი, 2017, გვ.39-40