საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: საქართველოს კონსერვატიული პარტია.

საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიამემარჯვენე-კონსერვატიული პოლიტიკური პარტია საქართველოში. პარტია აქტიურობდა ეროვნული მოძრაობის აქციების დროს. პარტია დააარსა თემურ ჟორჟოლიანმა 1989 წელს.

საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე ირაკლი კობრავა
ისტორია
დამფუძნებელი თემურ ჟორჟოლიანი
დაფუძნდა 10 აპრილი, 1989
პოზიციები
იდეოლოგია კონსერვატიზმი მონარქიზმი
პოლიტიკური პოზიცია მემარჯვენეობა

კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია დაფუძნდა 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ამბის შემდეგ. 10 აპრილს თემურ ჟორჟოლიანის ინიციატივით დაარსდა კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია, რომლის მიზანიც იყო საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის დამყარება. 1990 წლის 11-13 მარტს თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია, რომელზეც მიწვეული იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩართული ყველა არაფორმალური გაერთიანება. კონფერენციის მიზანი იყო საკოორდინაციო საბჭოს შექმნა. მასში უნდა ყოფილიყო ორ-ორი წარმომადგენელი თითოეული პარტიიდან და მას კოორდინაცია უნდა გაეწია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველა აქციისათვის. კონფერენცია უშედეგოდ დამთავრდა. 1990 წლის აპრილში ეროვნული ფორუმი ორ დაპირისპირებულ ბანაკად გაიყო. კომუნისტური ხელისუფლების მიერ დანიშნული არჩევნების ბოიკოტის მომხრეები, მოგვიანებით, „ეროვნული კონგრესის“ გზით წავიდნენ. „ეროვნული ფორუმიდან“ გასული: ჰელსინკის კავშირი, ილია მართლის საზოგადოება, სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოება და კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია – „მრგვალი მაგიდის“ ფორმირებისა და ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის გზით. 1990 წლის 2 მაისს გამოქვეყნებულ მიმართვას ქართველი ერისადმი, ზვიად გამსახურდიასთან ერთად ხელი მოაწერეს: თემურ ჟორჟოლიანმა, თენგიზ სიგუამ, თედო პაატაშვილმა, ვაჟა ადამიამ, გიორგი ხოშტარიამ, შალვა წიკლაურმა, ამირან კალაძემ, ალეკო მელაძემ, თემურ ქორიძემ, თენგიზ კიტოვანმა, გურამ პეტრიაშვილმა, თენგიზ დიხამინჯიამ, გიორგი ხონელიძემ, ავთანდილ რცხილაძემ და ა.შ. [1] თემურ ჟორჟოლიანმა უარი განაცხადა მონაწილეობა მიეღო 1990 წლის უზენაესი საბჭოს არჩევნებში და მან დატოვა ბლოკი „მრგვალი მაგიდა“. თემურ ჟორჟოლიანის გადაწყვეტილებას არ მიესალმა აკაკი ასათიანი, რომელმაც დატოვა კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია და საკუთარ მომხრეებთან ერთად დააფუძნა „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“. ტრადიციონალისტები დარჩნენ ზვიად გამსახურდიათან ერთად და 28 ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვეს. თემურ ჟორჟოლიანი 1992 წლის სახელმწიფო საბჭოს წევრი იყო. 1992 წლის 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნა საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“, რომელშიც გაერთიანდნენ მონარქისტები. ბლოკი „მშვიდობა“ გავიდა პირველ ადგილზე. პარლამენტში შესვლის შემდეგ მონარქისტებმა ჩამოაყალიბეს ფრაქცია „კონსერვატორები“, რომლის თავმჯდომარეც გახდა თემურ ჟორჟოლიანი.

პოლიტიკური პლატფორმა

რედაქტირება
  • ეკონომიკა: კერძო საკუთრება. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ანტიკორუფციული მექანიზმის ამუშავება, ადგილობრივი წარმოებებისადმი პროტექციონისტული პოლიტიკის გატარება, ეროვნული პროდუქციის ზომიერი დაბეგრვა, საშუალო ფენის ჩამოყალიბება, საქართველოს უცხოური პროდუქციის გამსაღებელი ბაზრიდან მძლავრ ექსპორტიორად ქცევა.
  • საგარეო პოლიტიკა: ცივილიზებულ ქვეყნებთან, განსაკუთრებით მონარქისტულ სახელმწიფოებთან შემდგომი დაახლოება და კონტაქტების გამყარება.
  • სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა: ფედერალური (საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოცემულ ეტაპზე არამიზანშეწონილად მიგვაჩნია ქვეყნის ფედერალური მოწყობა).