თევდორე (თედო) პაატაშვილი (დ. 19 ივნისი, 1957, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი.

თევდორე (თედო) პაატაშვილი
დაბადების თარიღი 19 ივნისი, 1957 (1957-06-19) (66 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

ბიოგრაფია რედაქტირება

1979 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992 წელს იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი.[1] 1992-1995 წლებში საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „ქარტია – 91“. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს აღორძინება“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 115, ISBN 978-9941-0-5972-8.