ამირან კალაძე (დ. 3 მაისი, 1945, სოფ. ეწერი, სამტრედიის რაიონი — გ. 27 ივნისი, 1995) — ქართველი პოლიტიკოსი, ესტონური ენისა და ლიტერატურის მთარგმნელი, მწერალი.

ამირან კალაძე
დაბადების თარიღი 3 მაისი, 1945
დაბადების ადგილი ეწერი, სამტრედიის რაიონი
გარდაცვალების თარიღი 27 ივნისი, 1995 (50 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1970 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი.

ესტონეთში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ დარჩა ტალინში, მუშაობდა ტალინის ფოლკლორის ოპერატორად. თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა ესტონეთში, სადაც შექმნა ოჯახი.

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

გარდაიცვალა ტრაგიკული შემთხვევისას საქართველოში. პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველო 1990-იან წლებში წარმოადგენდა ძალაუფლებისთვის ბრძოლის ასპარეზს. ზვიად გამსახურდია იყო პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი. 1995 წელს ამირან კალაძე შეეწირა მის პოლიტიკურ მრწამს. მედრიონელებმა ის ცივ მდინარეში დგომით დასაჯეს და მალევე გულის შეტევით გარდაიცვალა[1].

  • "Mosaiik kaheksast värvist". (ლექსები "Modifikatsioon", "Ristteel", "Palazzos", "Must ja valge", "Mõistatus André Bretonile", "Kahtlus", "Inspiratsioon Appollinaire'i abil", "Jalutuskäik prospektil".[2]
  • "Optimistlikud eleegiad" (1–8).[3]

თარგმნები

რედაქტირება

ესტონურიდან ქართულზე

  • ამირან კალაძეს ნათარგმნი აქვს შემდეგი საბჭოთა ესტონელი პოეტების შემოქმედებები: კერსტ მარიალას, ალვერი, ავგუსტ სანგა, დებორა ვარაანდი, არტურ ალიკსაარი, ელენ ნიტი, იან კროსი, ვლადიმერ ბეკმანი, ალექსანდრე შუმანი, აინ ხალევი, იუხან საარი, რუდოლფ რიმელი, არვი სიიგი, იან კაპლინსკი, კალე კურგი, ანდრეს ეხინი, ვიივი ლუიკ, იუხან ვიიდინგ. (თბილისი, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, 1984. გვ. 136)
  • ენ ვატემა — «Väike romaaniraamat». (თბილისი, გამომცემლობა განათლება, 1988)
  • ფრიდებერტ ტუგლასი — «100 marginaali. Mõtteid ja meeleolusid». (თბილისი, გამომცემლობა განათლება, 1984)

ქართულიდან ესტონურზე

  • "Gruusia rahvahuumorit" („ქართული ხალხური იუმორი“) — ტალინი, Eesti Raamat 1976.
  • Moriss Potshišvili. "Vaikuskont" (ლექსები) — ტალინი, Eesti Raamat, 1978.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1980 — იუჰან სმუულის ყოველწლიური ლიტერატურული პრემია თარგმანში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Amiran Kaladze. "Algusest". (Tõlketegevusest.) Raamatus: "Kirjanduse jaosmaa" '78. Koostanud Endel Mallene. Tallinn, Eesti Raamat 1980, lk 131.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. [1]
  2. Andres Ehin. – Looming 1974, nr 3, lk 459-462
  3. Enn Vetemaa. – Looming 1975, nr 10, lk 1707–1709