სამტრედიის მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტი საქართველოში, იმერეთის მხარეში.
(გადამისამართდა გვერდიდან სამტრედიის რაიონი)

სამტრედიის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სამტრედია.

ადმინისტრაციული ერთეული
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
IM-samtredia-ka.svg
დროშა გერბი
Flag of Samtredia Municipality.svg COA of Samtredia.svg

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
ადმ. ცენტრი სამტრედია
კოორდინატები 42°09′00″ ჩ. გ. 42°20′00″ ა. გ. / 42.15000° ჩ. გ. 42.33333° ა. გ. / 42.15000; 42.33333
გამგებელი დავით ბახტაძე     
ფართობი 364.1 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა Decrease2.svg 48 562 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 133,38 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,4 %
სომხები 0,8 %
რუსები 0,4 %
უკრაინელები 0,1 %[1]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 98,46 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სამტრედიის მუნიციპალიტეტი — საქართველო
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი — იმერეთის მხარე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი

ბუნებარედაქტირება

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ძირითადი ნაწილი კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს, ხოლო მცირე ნაწილი საჯავახოს ზეგანზეა შეფენილი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას შუაზე კვეთს მდინარე რიონი, სხვა მნიშვნელოვანი მდინარეა გუბისწყალი.

ტემპერატურა მერყეობს +5 °C–დან (იანვარი) +25 °C გრადუსამდე (ივლისი). ნალექების მაქსიმალური რაოდენოაბა ოქტომბერ-დეკემბერში ფიქსირდება (160 მმ.), მინიმალური კი - მაისში (20 მმ.).

 
მდინარე გუბისწყალი
 
სამტრედიის კლიმატი

მოსახლეობარედაქტირება

აღწერის მონაცემებირედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 64 504
2002 60 429  
2014 48 563  
2021[3] 43 400  

ადგილობრივი თვითმმართველობარედაქტირება

ადმინისტრაციული ერთეულებირედაქტირება

სამტრედიის მუნიციპალიტეტში არის შემდეგი ადმინისრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

სამტრედიის მუნიციპალიტეტს გააჩნია საკუთარი სიმბოლიკა: სამტრედიის დროშა და სამტრედიის გერბი.

საკრებულორედაქტირება

პარტია 2017[4] 2021[5] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 26 24                                                
  ნაციონალური მოძრაობა 4 7              
  საქართველოსთვის 1  
  ლელო 1  
  ევროპული საქართველო 2
  პატრიოტთა ალიანსი 1
სულ 33 33  

საზოგადოებრივი სფერორედაქტირება

ჯანდაცვარედაქტირება

მუნიციპალიტეტში ოთხი საავადმყოფო მოქმედებს: რაიონული (გათვლილია 50 საწოლზე), ბავშვთა და ბავშვთა და დედათა (გათვლილია 40 საწოლზე) საავადმყოფოები და მოზრდილთა პოლიკლინიკა. ოთხივე საავადმყოფო არსებობს შპს-ს ფორმით. ყველა მათგანი განთავსებულია ქალაქ სამტრედიაში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედებს 7 სადაზღვევო კომპანია.

განათლებარედაქტირება

სამტრედიაში სკოლამდელ დაწესებულებებს ხელმძღვანელობს ააიპ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება, რომლის შემადგენლობაში შედის 20 ბაგა-ბაღი, ამათგან 11 ქალაქში, ხოლო 9 - სოფლებში. ბაღებს ემსახურება 50 პედაგოგი. სულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება ემსახურება 1005 აღსაზრდელს და უზრუნველყოფს მათ უფასო კვებას, აღზრდა-მომზადებას სასკოლოდ.

სამტრედიაში 16 საჯარო სკოლაა, აქედან 7 ქალაქ სამტრედიაში, ხოლო 9 - სხვადასხვა სოფელში.

კულტურარედაქტირება

სამტრედიის მუნიციპალიტეტში არის ერთი მუზეუმი — ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი სოფელ დიდ ჯიხაიშში, ორი სამუსიკო სკოლა (დიდ ჯიხაიშსა და სამტრედიაში), მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი და სამხატვრო გალერეა ქალაქ სამტრედიაში.

მედიარედაქტირება

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვრცელდება ერთი ადგილობრივი გაზეთი „სამტრედიის მაცნე“.

ტრანსპორტირედაქტირება

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1 და საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12.

ღირსშესანიშნაობებირედაქტირება

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია:

აგრეთვე:

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება