შუა ბაში
შუა ბაში — ყოფილი სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, იყო ბაშის თემის ცენტრი (სოფლები: ზედა ბაში, მეორე ეწერბაში, პირველი ეწერბაში, ქვედა ბაში). ამჟამად შედის სოფელ ბაშის შემადგენლობაში[2].
სოფელი | |
---|---|
შუა ბაში | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბაში |
კოორდინატები | 42°08′12″ ჩ. გ. 42°29′37″ ა. გ. / 42.13667° ჩ. გ. 42.49361° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 40 მ |
მოსახლეობა | 492[1] კაცი (2002) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 40 მეტრი, სამტრედიიდან 18 კილომეტრი.
სოფელში დგას წმინდა ნიკოლოზისა და ღვსთისმშობლის სახელობის ეკლესიები, ორივე XIX საუკუნისა.
დემოგრაფია
რედაქტირება2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 492 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[1] | 492 | 248 | 244 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 48.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ., 98