ბაში (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაში (მრავალმნიშვნელოვანი).

ბაშისოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში (თემის ცენტრი), მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე რიონის ნაპირზე. ზღვის დონიდან 40 მეტრი, სამტრედიიდან 21 კილომეტრი, იანეთიდან 12 კმ.

სოფელი
ბაში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი
თემი ბაში
კოორდინატები 42°08′28″ ჩ. გ. 42°29′29″ ა. გ. / 42.14111° ჩ. გ. 42.49139° ა. გ. / 42.14111; 42.49139
ცენტრის სიმაღლე 40
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1250[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
რუსები 0,3 %[1]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბაში (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ბაში (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)
ბაში (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
ბაში (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)
ბაში (სამტრედიის მუნიციპალიტეტი) — სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ბაში (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)

XX საუკუნეში ბაშის თემი მოიცავდა უბნებს: შუა ბაშს (თემის ცენტრი), ზედა ბაშს, ქვედა ბაშს, მეორე ეწერბაშს, პირველ ეწერბაშს. ამჟამად ხუთი დასახლებული პუნქტი გაერთიანდა ერთ სახელწოდებაში და ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით მოიხსენიება, როგორც სოფელი ბაში.[2]

1926 წლისთვის ბაშის თემის სამი სოფლის მოსახლეობა შეადგენდა 2924 ადამიანს. სოფელში აშენებული იყო სამხედრო აეროდრომი. 1985 წელს ბაშში დაარსდა საბრძოლო დიდების მუზეუმი.[3]

სოფელი მდიდარია ისტორიული ადგილებით. გამორჩეული ადგილებია: ბაშის ტირიფობის სახელობის ეკლესია, ბაშის ამაღლების სახელობის ეკლესია ეწერბაშში, შუა ბაშის უქთამურის ეკლესია, ქვედა ბაშის წიფნარის ეკლესია, ქაშვეთის ამაღლების ეკლესია ეწერბაშში.

დემოგრაფია

რედაქტირება

სოფელ ბაშში გავრცელებული გვარებია: ბაშელეიშვილი, აბულაძე, ახვლედიანი, გერაძე, გეგუჩაძე, გველესიანი, გოდუაძე, გოცირიძე, გურგენიძე, დვალიშვილი, აშაკიძე, თადუმაძე, თათეიშვილი, თედორაძე, თვალავაძე, იაშვილი, კაკაბაძე, კალანდაძე, კაშია, კაშმაძე.[4]

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 264 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2014[1] 1250 - -

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019.
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. დვალაშვილი & გოგიშვილი, 2019, გვ. 98
  3. დვალაშვილი & გოგიშვილი, 2019, გვ. 99
  4. დვალაშვილი & გოგიშვილი, 2019, გვ. 101