ბაში
ბაში — სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა ბაშის, ქვედა ბაშისა და შუა ბაშის ძველი სახელწოდება.
ისტორია
რედაქტირებაისტორიულ წყაროებში ბაში პირველად მოხსენიებულია 1578 წელს. სახელი „ბაში“ ბაჟიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ამ მიდამოებში შუა საუკუნეებში საბაჟო იყო, სადაც მდინარე რიონით ამოტანილ თუ გასატან საქონელს ბაჟს ადებდნენ. 1926 წლისთვის ბაშის თემის სამი სოფლის მოსახლეობა შეადგენდა 2924 ადამიანს, ხოლო ფართობი 35,5 კმ2-ს.[1]
ამჟამად სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბაშის თემი მოიცავს სოფლებს: შუა ბაში (თემის ცენტრი), ზედა ბაში, ქვედა ბაში, მეორე ეწერბაში, პირველი ეწერბაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 248.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა[მკვდარი ბმული] საქართველოს ეროვნული არქივი