დავით ბახტაძე
დავით ბახტაძე (დ. 17 მაისი, 1974, სამტრედია) — ქართველი პოლიტიკოსი.
დავით ბახტაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
17 მაისი, 1974 სამტრედია |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | უმაღლესი |
პროფესია | პოლიტიკოსი |
პარტია | ქართული ოცნება |
მეუღლე(ები) | ქეთევან კახაძე |
შვილ(ებ)ი | ანი და ამირან ბახტაძე |
განათლება
რედაქტირება1991 წელს დაამთავრა სამტრედიის N 4 რუსული საშუალო სკოლა. 1996 წელს კი — ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი. ამწე–სატრანსპორტო, საგზაო და სამშენებლო მანქანების და მოწყობილობების ფაკულტეტი, ინჟინერ–მექანიკოსის სპეციალობით.
1999 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის დიდი ჯიხაიშის ინსტიტუტის საფინანსო დარგის, საკრედიტო, საგადასახადო, სოციალური გარანტიებისა და ფასწარმოქმნის სამსახურის ორგანიზაციის სპეციალობა, ეკონომისტ–მენეჯერის კვალიფიკაციით.
კარიერა
რედაქტირება1996–1997 წლებში მუშაობს სამტრედიის საგადასახადო ინსპექციაში. 1997–2005 წლებში — სამტრედიის საქალაქო მშენებლობისა და კომუნალური მეურნეობის გაერთიანებაში სახლმმართველობის განყოფილების უფროს სპეციალისტად. 2005–2010 წლებში „შპს სამტრედიის“ საქალაქო მშენებლობისა და კომუნალური მეურნეობის გაერთიანების დირექტორის მოადგილე. 2010–2014 წლებში „ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების“ დირექტორი. 2014 წლის 16 ივლისიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. 2021 წლიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი.
ოჯახი
რედაქტირებაჰყავს მეუღლე ქეთევან კახაძე და ორი შვილი ანი ბახტაძე და ამირან ბახტაძე