ვაზისუბანი (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)
ვაზისუბანი (ყოფილი ქორეისუბანი) — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის სამტრედიის მუნიციპალიტეტში (ტოლების ადმინისტრაციული ერთეული).
სოფელი | |
---|---|
ვაზისუბანი | |
ვაზისუბნის ღვთისმშობლის შობის ტაძარი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
თემი | ტოლები |
კოორდინატები | 42°05′35″ ჩ. გ. 42°14′41″ ა. გ. / 42.09306° ჩ. გ. 42.24472° ა. გ. |
ადრეული სახელები | ქორეისუბანი |
ცენტრის სიმაღლე | 20 მ |
მოსახლეობა | 476[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ხევისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას, ზღვის დონიდან 20 მ-ზე, სამტრედიიდან 14 კმ-ში, საჯავახოდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 4 კმ-ში.
სოფლის ისტორიული სახელწოდებაა ქორეისუბანი. წყაროებში ის ასევე მოიხსენიება ქორაისუბნის, ქორეთისუბნის და ქორენისუბნის დასახელებით. გვიან ფეოდალურ ხანაში სოფელი ჭილაძეთა საგვარეულოს სენიორიის — საჭილაოს ნაწილი იყო. აქ მათ გუმბათიანი ეკლესიაც ააგეს. XVI საუკუნის შუა ხანებში ჯავახ ჭილაძეს ქორეისუბანი ბიჭვინთის ტაძრისთვის შეუწირავს. მომდევნო საუკუნეებში საჭილაოს რიონის მარცხენა ნაპირზე მდებარე სხვა სოფლებთან ერთად ქორეისუბანი საცილო იყო იმერეთის მეფეებს და ოდიშ-გურიის მთავრებს შორის. საბჭოთა პერიოდში სოფელს ვაზისუბანი დაარქვეს. აქ იყო მევენახეობის საბჭოთა მეურნეობა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 476 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 620 | 289 | 331 |
2014[1] | 476 | 235 | 241 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ვაზისუბანი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 270.
- ვაზისუბანი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 135.
- თაყაიშვილი ე., არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში, კრებ. „ძველი საქართველო“, ტ. III, ტფ., 1913-1914. — გვ. 17.
- ბერაძე ვ., XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბ., 1994. — გვ. 156-164.
- არახამია გ., ჭილაძეთა ფეოდალური სენიორიის ისტორიისათვის, წგნ. „საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის საკითხები“, თბ., 2009. — გვ. 8-26.
- დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019. — გვ. 105-108.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II