ტოლებისოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბუღნარა, ვაზისუბანი, ზემო ნოღა, ქვემო ნოღა). მდებარეობს მდინარე ხევისწყლის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 210 მეტრი, სამტრედიიდან 19 კილომეტრი, საჯავახოს რკინგზის სადგურიდან 6 კმ. ტოლები იყოფოდა ორ უბნად: ზემო და ქვემო ტოლები. 2010-იანი წლებიდან ზემო ტოლები ცალკე სოფელია.

სოფელი
ტოლები
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი
თემი ტოლები
კოორდინატები 42°04′17″ ჩ. გ. 42°14′05″ ა. გ. / 42.07139° ჩ. გ. 42.23472° ა. გ. / 42.07139; 42.23472
ცენტრის სიმაღლე 210
მოსახლეობა 152[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ტოლები — საქართველო
ტოლები
ტოლები — იმერეთის მხარე
ტოლები
ტოლები — სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ტოლები

სოფელ ტოლებთან შემორჩენილია ტელეფისის ციხის ნანგრევები. სოფელი შედიოდა საჯავახოს მხარეში. XIX საუკუნეში, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ტოლები რელიგიური დაყოფით ეკუთვნოდა გურიის საჯავახოს საბლაღოჩინო ოლქს. სოფელში იდგა წმინდა გიორგის ეკლესია.[2] 1936 წლისთვის შედიოდა საჯავახოს სასოფლო საბჭოში. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მევენახეობა.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 152 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 439 199 240
2014[1]   152 73 79

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 12.
  • დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ., 111-114
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 222 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II