ხევისწყალი

მდინარე საქართველოში, გურიისა და იმერეთის მხარეში
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 29 თებერვალი 2024. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ხევისწყალიმდინარე დასავლეთ საქართველოში, ჩოხატაურისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს გურიის ქედის სამხრეთ კალთაზე, 850 მ სიმაღლეზე, მწვერვალ საყინულის (1204 მ) მახლობლად. ერთვის რიონს მარცხნიდან სოფელ ვაზისუბანთან. სიგრძე 32 კმ. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 4 მ³/წმ. ვახუშტი ბატონიშვილი ხევისწყალს საჯავახოსწყლად მოიხსენიებს.[1] XIX საუკუნიდან ხევისწყალი წარმოადგენდა საზღვარს გურიასა და იმერეთის საჯავახოს შორის. იმ პერიოდის დოკუმენტში ხევისწყალი მოხსენიებულა, როგორც ქვენათი და ქვაფათა.[2]

ხევისწყალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები გურიის მხარე, იმერეთის მხარე
სათავე გურიის ქედი
42°00′08″ ჩ. გ. 42°24′19″ ა. გ. / 42.00222° ჩ. გ. 42.40528° ა. გ. / 42.00222; 42.40528
სათავის მდებარეობა მწვერვალი საყინულე
სათავის სიმაღლე 850 მ
შესართავი მდინარე რიონი
42°06′40″ ჩ. გ. 42°14′50″ ა. გ. / 42.11111° ჩ. გ. 42.24722° ა. გ. / 42.11111; 42.24722
სიგრძე 32 კმ
წყლის ხარჯი (საშ.) 4 მ³/წმ
ხევისწყალი — საქართველო
ხევისწყალი
ხევისწყალი
ხევისწყალი — გურიის მხარე
ხევისწყალი
ხევისწყალი
— სათავე, — შესართავი

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ. 190 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
  2. ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 217-220 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417